რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
96-წლის გორა ღარიბაშვილი მშობლიურ სოფელ ბოლისკენ გაიპარა და რუსებმა დააკავეს
ფოტოზე: საკორინთლო-ახაშენის მინვდრები
უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ამჟამად 96-წლის გორა ღარიბაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების პირველი შემთხვევა გასულ წელს მოხდა.

გორა ღარიბაშვილი სისტემატიუარ ცდილობს მიაღწიოს მშობლიურ სოფელ ბოლს. ბოლი ახალგორის (ოკუპირებული) რაიონში მდებარეობს.

როგორც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში (ქვემო ჭალის თემში) გვითხრეს, გორა ღარიბაშვილს არაერთხელ უცდია მშობლიურ სოფელ ბოლში გაპარვა.

,,გუშინ ისე მოხდა, რომ ოჯახის წევრებმა ყურადღება მოადუნეს. სულ ცდილობენ, რომ პაპა არ გაეპაროთ ახალგორისკენ." - გვეუბნება ქვემო ჭალაში კასპის მერის წარმომადგენელი სტეფანე მესროფაშვილი. ამბობს, რომ მოხუც კაცს მშობლიური მიწის და სოფლის ნოსტალგია აქვს:

,,სულ ამბობს, იქ უნდა მოვკვდე, სადაც ჩემი მშობლები და ძმა მარხიაო. შარშან როცა გაიპარა, დააკავეს რუსებმა. ცუდად გამხდარა და გარკვეული ხანი უპატრონეს ახალგორშივე ნათესავებმა. მერე გამოუშვეს" - გვეუბნება სოფლის წარმომადგენელი.

სოფელი ახაშენი მდებარეობს ქვემო ჭალის თემში. მას ემიჯნება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი საკორინთლო, ხოლო ახალგორისკენ - სოფელი მონასტერი. ახაშენში სწორედ ის ხალხი ცხოვრობს, რომლებიც კომუნისტების პერიოდში ახალგორის რაიონიდან ჩამოასახლეს.

,,ახაშენი მდებარეობს გამყოფ ხაზთან. ეს სახელიც იმიტომ დაარქვეს, რომ ახალმოსახლეები იყვნენ კომუნისტების პერიოდიდან. ჩამოასახლეს ქსნის ხეობიდან და დაასახლეს საკორინთლოში. ფაქტობრივად, საკორინთლოს გარეუბანია. უბანს კი, ახაშენი შეარქვეს" - აცხადებს მერის წარმომადგენელი.

ახაშენში სულ რაღაც 15 კომლი ცხოვრობს.

რაც შეეხება გორა ღარიბაშვილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს
მოვიდა,
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს მოვიდა,
15:42 / 07.10.2024
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024
წლის აგვისტომდე
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024 წლის აგვისტომდე
15:24 / 07.10.2024
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა
მანევრისას
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა მანევრისას
15:20 / 06.10.2024
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც
გამოეხმაურა,
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც გამოეხმაურა,
14:01 / 06.10.2024
როგორც
როგორც "კოალიცია ცვლილებებისთვის'' წარმომადგენელი, ირმა ამბარდნიშვილი აცხადებს,
12:20 / 05.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.