რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
გორის სკოლაში ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მოსწავლის მშობელი შესაძლოა დააჯარიმონ
გორის ერთ-ერთ სკოლაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მოსწავლის ქმედებას სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. ამის შესახებ qartli.ge-ს სკოლის ადმინისტრაციიდან აცნობეს. 

დირექტორის განცხადებით, სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს. სავარაუდოდ, მოსწავლის მშობელს ან გაფრთხილება, ან ჯარიმა დაეკისრება. 

შეგახსენებთ, გუშინ, გორის ერთ-ერთ სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეებმა სკოლის შენობაში ალკოჰოლური სასმელი შეიტანეს. ამის გამო, მანდატურმა და სკოლის ადმინისტრაციამ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახა.

ადგილზე მისულ ეკიპაჟს ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ მხოლოდ ერთი მოზარდი დახვდა. გამოკითხვისას მოზარდებმა უწყების თანამშრომლებს უთხრეს, რომ ალკოჰოლი ქუჩაში იპოვეს და არსად შეუძენიათ.

როგორც შშს-ს პრეს-სამსახურში განგვიცხადეს, პოლიცია მოზარდების მიმართ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

„ბავშვებმა სასმელი წყლის ბოთლით შემოიტანეს სკოლის შენობაში, თუმცა როდესაც ბუფეტში დააპირეს სასმლის დალევა, მანდატურმა იგრძნო სასმლის სუნი და გამოიძახა პოლიცია. მათი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა მხოლოდ ერთი მოზარდი და ისიც იმიტომ, რომ ამ მოზარდმა სასმელი სკოლის გარეთ დალია. რაც შეეხება დირექციის მხრიდან სანქციის დაწესებას, ამ საკითხის განხილვას ხვალ ვაპირებ. იმ შემთხვევაში, თუ მანდატურის სამსახური დაუწესებს გარკვეულ სანქციებს, მე სანქციაზე კიდევ სანქციას ვეღარ დავუწესებ.“ - განაცხადა სკოლის დირექტორმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც
გამოეხმაურა,
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც გამოეხმაურა,
14:01 / 06.10.2024
როგორც
როგორც "კოალიცია ცვლილებებისთვის'' წარმომადგენელი, ირმა ამბარდნიშვილი აცხადებს,
12:20 / 05.10.2024
მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჯერ ბეტონის
ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჯერ ბეტონის ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი

11:25 / 05.10.2024
ფესტივალის დასრულების დღეს 12 ოქტომბერს კი საზეიმოდ გაიხნება:
ფესტივალის დასრულების დღეს 12 ოქტომბერს კი საზეიმოდ გაიხნება:
11:12 / 05.10.2024
ჯარიმების გდახდის შედეგად მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩაირიცხა 125
680 ლარი.
ჯარიმების გდახდის შედეგად მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩაირიცხა 125 680 ლარი.
14:00 / 03.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.