რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
გორის ბაზარში მოსმენილი ამბავი ჭორია - ოფიციალური ინფორმაცია
გორის ადგილობრივი ტელეკომპანია ,,დიას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, გორის ბაზრიდან წაყვანილ მარნეულელ ქალბატონს ვირუსი დაუდგინდა, სიცრუე აღმოჩნდა.

ამის შესახებ qartli.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ინტერვიუში მოყოლილი ამბავი ჭორია.

ტელევიზიის ეთერით გასულ სიუჟეტში ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ დილით გორის ბაზარში მისული ქალი ცუდად გამხდარა, წაუყვანიათ და ვირუსი დაუდგინესო. ამ ისტორიას მოქალაქე ასევე გადმოცემით ყვება.

,,მაგ ტერიტორიიდან არსად არავინ წაუყვანიათ. მოვიკითხე ეს ამბავი და სიცრუეა" - გვითხრა ეკა ქორჩაშვილმა.

,,მთავარი ბრალდება, რომელიც დღეს მედიის მიმართ ისმის, არის ის, რომ მედიასაშუალებები არაკვალიფიციურად აშუქებენ საკითხს. შესაბამისად, თესავენ პანიკასა და დაბნეულობას მოსახლეობაში, რომელის საფუძველი ჯერ არ დგას, ვინაიდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას საქართველო ე.წ. მწვანე ქვეყნების რიგში ჰყავს შეყვანილი." - აღნიშნულია ,,მედიაჩეკერის" მიერ გამოქვეყნებულ მასალაში, რომელიც საქართველოში კორონავირუსის შესახებ მასალების გაშუქებას ეხება.

დღეს, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ ნიმუშებით დადგინდა, რომ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანია დაინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge უკვე გამოქვეყნდა.

23 მარტის მდგომარეობით, დადასტურებული შემთხვევამ 61-ს მიაღწია. მათ შორის 8 ადამიანი გამოჯანმრთელებულია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 3320 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობას კი, - 235 გადის.

პ.ს.  ტელეკომპანია ,,დიამ" გორის ბაზარში ჩაწერილ ინტერვიუს რედაქტირება 1 საათის  შემდეგ გაუკეთა და აღნიშნეს, რომ ინფორმაცია გორის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში არ დაუდასტურეს




 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც
გამოეხმაურა,
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც გამოეხმაურა,
14:01 / 06.10.2024
როგორც
როგორც "კოალიცია ცვლილებებისთვის'' წარმომადგენელი, ირმა ამბარდნიშვილი აცხადებს,
12:20 / 05.10.2024
მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჯერ ბეტონის
ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჯერ ბეტონის ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი

11:25 / 05.10.2024
ფესტივალის დასრულების დღეს 12 ოქტომბერს კი საზეიმოდ გაიხნება:
ფესტივალის დასრულების დღეს 12 ოქტომბერს კი საზეიმოდ გაიხნება:
11:12 / 05.10.2024
ჯარიმების გდახდის შედეგად მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩაირიცხა 125
680 ლარი.
ჯარიმების გდახდის შედეგად მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩაირიცხა 125 680 ლარი.
14:00 / 03.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.