რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
ეკლესიაში დისტანციის წესის დარღვევის გამო მოქალაქემ გორის პატრული 3-ჯერ გამოიძახა
30 მარტს, წირვა-ლოცვის დროს, გორის საპატრულო პოლიციაში შეტყობინება 3-ჯერ შევიდა. შეტყობინების ავტორი უთითებდა, რომ მრევლს შორის დისტანცია არ იყო დაცული.

შს სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ დისტანციის დაცვის მოთხოვნით, შეტყობინება 3-ჯერ შევიდა. თუმცა, ადგილზე მისვლის მომენტში სამართალდამცავებს რაიმე წესის დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.

საპატრულო პოლიციამ შესაბამისი ოქმი შეადგინა და მათი დაკვირვებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ეკლესიებში წირვა-ლოცვები გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს. დღეიდან კი, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა.

როგორ გაგრძელდება საეკლესიო ცხოვრება? გორის ეპარქიის წარმომადგენელი, დეკანოზი გიორგი (კარელიძე) არბოს ეკლესიის მრევლთან საუბრისას ამბობს, რომ დეტალები საპატრიარქოს განცხადების შემდეგ გაირკვევა.

,,საპატრიარქო რასაც გადაწყვეტს, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. მიადევნეთ თვალი ამ განცხადებებს“ - უთხრა დეკანოზმა არბოს წმინდა გიორგის ეკლესიის მრევლს. დეკანოზი გუშინ საღამოს სოციალურ ქსელში მრევლს საეკლესიო ცხოვრებაზე ესაუბრებოდა.

,,მოვახერხებთ აღსარების ჩაბარებას?“ - ჰკითხა ერთ-ერთმა მოქალაქემ დეკანოზ გიორგი კარელიძეს. ეპარქის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა განცხადებას გააკეთებს საპატრიარქო.

ეკლესიებში წირვა-ლოცვა სხვადასხვა რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს, მათ შორის, იმით, რომ მრევლს შორის მანძილი 2 მ უნდა იყოს.

შეგახსენებთ, 20 მარტს, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების რისკების მიუხედავად, ზიარების წესი არ შეიცვლა, შესაბამისად, ღვისმსახურებები არ შეჩერდა.

"საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები - რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული, რომელიც მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარჰყოფს ადამიანს. სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედების ადგილი არის ტაძარი. ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტნ წყაროზე, ყოვლად მიუღებელია". - განმარტებულია სხდომის ოქმში.

წმინდა სინოდი 7 რეკომენდაციით შემოიფარგლა. ტაძრებში დამონტაჟდა ხმოვანი აპარატურა, რომ წირვის მოსმენა ეზოდანაც იყოს შესაძლებელი; დასაშვები იქნება ზიარებისას "დასაყოლებელი სასმელის" სხვადასხვა ჭურჭლიდან მიღება და ა.შ.

რაც შეეხება სხვა რელიგიებს, 2020 წლის 17 მარტს საქართველოს კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ გამოსცა დეკრეტში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში კათოლიკე ეკლესიამ კორონავირუსის გამო ზიარების წესი შეცვალა. 19 მარტიდან მეჩეთებში კოლექტიური ლოცვის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ საგანგებო ვითარების გამოცხადებამდე მიიღო. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს სხვა კონფესიებმაც.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც
გამოეხმაურა,
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც გამოეხმაურა,
14:01 / 06.10.2024
როგორც
როგორც "კოალიცია ცვლილებებისთვის'' წარმომადგენელი, ირმა ამბარდნიშვილი აცხადებს,
12:20 / 05.10.2024
მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჯერ ბეტონის
ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჯერ ბეტონის ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი

11:25 / 05.10.2024
ფესტივალის დასრულების დღეს 12 ოქტომბერს კი საზეიმოდ გაიხნება:
ფესტივალის დასრულების დღეს 12 ოქტომბერს კი საზეიმოდ გაიხნება:
11:12 / 05.10.2024
ჯარიმების გდახდის შედეგად მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩაირიცხა 125
680 ლარი.
ჯარიმების გდახდის შედეგად მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩაირიცხა 125 680 ლარი.
14:00 / 03.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.