რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
თერმოსკრინინგი გორის საკარანტინო პუნქტებზე
ალაქ გორთან შექმნილ საკარანტინო პუნქტებზე ყოველდღიურად 5000-მდე ადამიანს ტემპერატურას უმოწმებენ.

შედარებით მაღალი ტემპერატურის მქონე მოქალაქეების გამოვლენის მიუხედავად, 1-ელი აპრილიდან დღემდე, კორონავირუსის საეჭვო სიმპტომების მქონე პირები არ გამოვლენილა.

შიდა ქართლის რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი, გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ მასობრივი თერმოსკრინინგი კვლვავაც გაგრძელდება.

გორის საკარანტინო პოსტებზე შემოწმება 1 აპრილიდან დაიწყო. 5 აპრილიდან კი, გამკაცრდა, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მცხოვრებს საქართველო-სომხეთის საზღვარზე 1 აპრილს კორონავირუსი დაუდგინდა.

ცხელების აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეები ,,ცხელების ცენტრში" მიყავთ. ამ ეტაპზე სტაციონარში არც ერთი მოქალაქის გადაყვანა გახდა საჭირო.

რაც შეეხება ცხელების შემოწმებას, საკარანტინო პუნქტებზე მოქმედებს ელქტრონული თერმომეტრები.

ელექტრონული თერმომეტრი ზომავს ტემპერატურას მასში ჩანერგილი გადამცემების საშუალებით და შედეგი გამოაქვს ეკრანზე. მას გააჩნია მეხსიერება, ხმოვანი სიგნალი, ცვლადი დაბოლოებები, წყალგაუმტარია.

იძლევა საშუალებას განისაზღვროს ტემპერატურა 32–43,9C ფარგლებში 0,1C სიზუსტით. ელექტრონულმა თერმომეტრმა შეავიწროვა ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი, რომელიც დაკავშირებული იყო ნოზოკომიალურ ინფექციის გავრცელების, სწორი ნაწლავის ულცერაციის ან პერფორაციის, ვერცხლისწყლისმიერი პერიტონიტის ან ვერცხლისწყლით მოწამვლის გარკვეულ რისკთან, და მის პოტენციურ გართულებებთან. ელექტრონული თერმომეტრი ხსნის ამ უკანასკნელ რისკს.

ინდივიდუალური ზონდის გამოყენებით ნოზოკომიალური ინფექციის რისკი ხდება უმნიშვნელო, მაგრამ ვერ გამორიცხავს თერმომეტრული ულცერაციის რისკს.

გამოდის ორი ტიპის ელექტრონული ტერმომეტრი: უწყვეტი და პრედიქტიული ანუ ექსტრაპოლიაციური. შედეგებს იღებენ ან უწყვეტი გაზომვის გზით (უწყვეტი ტიპის) ან თერმიული ზრდის მრუდის ექსტრაპოლაციით (პრედიქტიული ტიპის), რაც საშუალებას გვაძლევს შევამციროთ გაზომვის დრო 3 წთ–დან 30 წამამდე. ამასთან, უწყვეტი გაზომვის ტიპი უფრო საიმედოა, ვიდრე ექსტრაპოლიაციური, რომელიც იძლევა 0,2– 0,3oC–ით მეტ ჩვენებას.

კლინიკურ პრაქტიკაში ეს განსხვავება არ წარმოადგენს პრობლემას. ელექტრონული თერმომეტრი განკუთვნილია აქსილარული, ორალური და რექტალური გაზომვისთვის.



თერმომეტრის დადებითი მხარეები:

o უსაფრთხოება (ადვილად არ ტყდება, არ შეიცავს ჯამრთელობისათვის
საშიშ ნივთიერებას, გარემოს დაბინძურების რისკს);
o სამუშაოდ ჩართვისას ავტოტესტირება;
o გაზომვისათვის მცირე დრო (10 წმ–დან 5 წთ–მდე);
o გაზომვის დასასრულს გამოირთვება ავტომატურად, აქვს ბგერითი ხმიანობა (მაგ. ერთი მოდელი იძლევა სიგნალს თუ 15 წმ–ის განმავლობაში ტემპერატურის მატება არ აღემატება 0,1C სხვა თუ 8 წმ–ის განმავლობაში ტემპერატურა არ იცვლება 0,01C მეტად.
o გაზომვის შედეგის მკაფიო გამოსახულება დისპლეიზ
o ადვილია შედეგების წაკთხვ
o წყალგაუმტარი და დარტყმაგამძლე კორპუს
o წინა გაზომვის შედეგების მეხსიერება (1–დან 25–მდე
o ავტოგამორთვა (10 წთ–ის განმავლობაში
o ცვლადი შკალა ,,ცელსიუსი–ფარენგეიტი
o მოდელების მრავალფეროვნება; მათ შორის განათების მქონე თერმომეტრი
(შეიძლება გამოყენებული იქნეს სიბნელეში), ფერადი, საწოვარის ფორმის,
პლასტიური–ნაკლებად ტრავმული დაბოლოებებით.

უარყოფითი მხარეები:

o ფასი შედარებით მაღალია;
o ყველა მოდელი არ ირეცხება და დეზინფიცირდება;
o ელექტრონული თერმომეტრით გაზომვა იღლიის ფოსოში არასაიმედოა. იღლიაში გაზომვისას გარემოდან გამოყოფა ძნელდება, ამიტომ ზუსტი მონაცემის მისაღებად გაზომვის დრო მნიშვნელოვნად აღემატება ინსტრუქციაში მითითებულ დროს. უფრო მეტიც, მოდელების უმეტესობაში ინსტრუქციაში მითითებული გაზომვის მაუწყებელი სიგნალის შემდეგ სასურველია კიდევ ,,რამდენიმე“ წუთით გაგრძელდეს გაზომვის დრო;
o ბატარეის შეცვლა შეიძლება საჭირო გახდეს შეუფერებელ დროს.

ელექტრონული თერმომეტრის შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ არსებობს ერთჯერადი მოდელები, რომელშიც აკუმულატორი არ იცვლება. ასეთი თერმომეტრი გათვლილია საშუალოდ 2000 გაზომვაზე. ყოველდღიური ექსპლუატაციისას, დღეში ორჯერადი გაზომვით მისი გამოყენება შესაძლებელია 2–3 წლის განმავლობაში.  მოდელი, რომლის კორპუსიც სრულად არ არის დაცული მასში სითხის მოხვედრისგან, არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამკურნალო–პროფილაქტკურ დაწესებულებებში
.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც
გამოეხმაურა,
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც გამოეხმაურა,
14:01 / 06.10.2024
როგორც
როგორც "კოალიცია ცვლილებებისთვის'' წარმომადგენელი, ირმა ამბარდნიშვილი აცხადებს,
12:20 / 05.10.2024
მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჯერ ბეტონის
ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჯერ ბეტონის ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი

11:25 / 05.10.2024
ფესტივალის დასრულების დღეს 12 ოქტომბერს კი საზეიმოდ გაიხნება:
ფესტივალის დასრულების დღეს 12 ოქტომბერს კი საზეიმოდ გაიხნება:
11:12 / 05.10.2024
ჯარიმების გდახდის შედეგად მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩაირიცხა 125
680 ლარი.
ჯარიმების გდახდის შედეგად მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩაირიცხა 125 680 ლარი.
14:00 / 03.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.