რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მორიგი სატელეფონო თაღლითობისა და დაზარალებული აბონენტების გამო მაგთიკომი მიმართვას ავრცელებს
მორიგი სატელეფონო თაღლითობისა და დაზარალებული აბონენტების გამო მაგთიკომი მიმართვას ავრცელებს:

,,სამწუხაროდ, გახშირდა სატელეფონო თაღლითობის ფაქტები, რისთვისაც არაკეთილსინდისიერი პირები სხვადასხვა სქემებს იყენებენ.

გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე, რათა არ დაზარალდეთ: ნუ გადარეკავთ გამოტოვებულ უცხო საერთაშორისო ნომრებზე, ნუ გაანდობთ სხვებს თქვენს პირად მონაცემებს და საბანკო ბარათის კოდებს.

აბონენტები ვებ-ბრაუზერებში და აპლიკაციებში იღებენ შეტყობინებას, თითქოს მათ გამოტოვეს მნიშვნელოვანი შეტყობინება ნომრიდან +995 591 555759 (სინამდვილეში ეს ნომერი არ არის რეგისტრირებული).

ასევე, რიგ შემთხვევაში პრიზის მისაღებად აბონენტს სთხოვენ მობილური ოპერატორის არჩევას, რათა მათ გასცენ პრიზი.

შეტყობინების გახსნის შემთხვევაში მომხმარებლები გადამისამართდებიან ყალბ ვებ გვერდებზე, სადაც თითქოს ეძლევათ შანსი მოიგონ Iphone 11 Pro და სთხოვენ პირადი მონაცემების შეყვანას.

მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ აღნიშნული სქემა წარმოადგენს თაღლითობას, ნუ გაანდობთ სხვებს თქვენს პირად მონაცემებს, ასევე საბანკო ბარათის კოდებს.

მაგთის აბონენტებთან ფიქსირდება გამოტოვებული საერთაშორისო ზარები ნომრებიდან, შემდეგი პრეფიქსებით: 372, 381, 257, 436.
ამ ნომრებზე გადარეკვისას ისმინება ქართული ტექსტი: “გილოცავთ, თქვენ გადახვედით შემდეგ ტურში და გთხოვთ უპასუხოთ შემდეგ 5 კითხვას. . .“

აღნიშნული ტექსტი მხოლოდ დროის გაყვანას ემსახურება და ვინაიდან მიმართულებები საერთაშორისოა, ანგარიშიდან ჩამოიჭრება თანხა.

დაფიქსირებული ნომრები უკვე დაბლოკილია.

გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე, ნუ გადარეკავთ მსგავს უცნობ ნომრებზე, ვინაიდან მიმართულებები საერთაშორისოა და დაზარალდებით",-ნათქვამია ,,მაგთიკომის" განცხადებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
როგორც
როგორც "კოალიცია ცვლილებებისთვის'' წარმომადგენელი, ირმა ამბარდნიშვილი აცხადებს,
12:20 / 05.10.2024
მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჯერ ბეტონის
ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჯერ ბეტონის ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი

11:25 / 05.10.2024
ფესტივალის დასრულების დღეს 12 ოქტომბერს კი საზეიმოდ გაიხნება:
ფესტივალის დასრულების დღეს 12 ოქტომბერს კი საზეიმოდ გაიხნება:
11:12 / 05.10.2024
ჯარიმების გდახდის შედეგად მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩაირიცხა 125
680 ლარი.
ჯარიმების გდახდის შედეგად მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩაირიცხა 125 680 ლარი.
14:00 / 03.10.2024
გორის პოლიციის თანამშრომლებმა ს. ჟამერაშვილმა და ნ. საათაშვილმა
მოქალაქეს სცემეს.

გორის პოლიციის თანამშრომლებმა ს. ჟამერაშვილმა და ნ. საათაშვილმა მოქალაქეს სცემეს.

12:20 / 03.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.