რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
რატომ იყო გაჩერებული ქარის ელექტროსადგური ერთი დღით
21 დეკემბერს ქართლის ქარის ელექტროსადგური ერთი დღით გაჩერდა.

ამის შესახებ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელექტროსადგური არაეფექტურად მუშაობს.

მასმედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურის" ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:.

,,მას შემდეგ რაც ქართლის ქარის ელექტროსადგური საცდელი გაშვებიდან ელექტროენერგიის გამომუშავების რეჟიმზე გადავიდა, მისი ფუნქციონირება არასოდეს შეწყვეტილა. ელექტოსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია მიმდინარე თვის პირველი რიცხვიდან დღემდე სრულად მიეწოდა საქართველოს ელექტროსისტემას (5,5 მილიონი კილოვატ საათი). ამასთან, 21 დეკემბერს ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ 10 572 კილოვატ საათი შეადგინა.

როგორც მოგეხსენებათ, ქარის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების აუცილებელ და უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს ქარის არსებობა. ელექტროსადგურს ენერგიის გამომუშავების დასაწყებად ესაჭიროება მინიმუმ 3 მ/წ სიჩქარის ქარი, ხოლო მისი შემდგომი გამომუშავების ზრდა პირდაპირპროპორციულ კავშირშია ქარის სიჩქარის მატებასთან. მიმდინარე წლის დეკემბრის მონაცემებით ქართლის ქარის ელექტროსადგურის ეფექტურობამ 54% შეადგინა, რაც მსოფლიოში დღეის მდგომარეობით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

აქვე გვინდა დავამატოთ, რომ ქარის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღებისას რაიმე სახის ტექნიკურ ხარვეზებს თუ შეფერხებებს ადგილი არ ჰქონია და ელექტროსადგური გამართულად ფუნქციონირებს. ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ეკოლოგიურად სუფთა და საქართველოში პირველად წარმოებული განახლებადი ენერგია სახელმწიფო ელექტროსისტემის გავლით სრულყოფილად მიეწოდება ქვეყნის მოსახლეობას.


ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ პარტნიორებმა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“.

პარტნიორმა ორგანიზაციებმა პროექტის ჯამური ღირებულების 30%-ის დაფინანსება განახორციელეს, ხოლო დანარჩენი 70% ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა დააფინანსა."

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
რუსული ზეთით საბავშვო ბაღები კომპანია ,,პრემიუმ ხარისხს'' უნდა
უზრუნველეყო.

რუსული ზეთით საბავშვო ბაღები კომპანია ,,პრემიუმ ხარისხს'' უნდა უზრუნველეყო.

17:56 / 20.09.2024
სამი ფაქტიდან ერთი ვალის დაბრუნების სანაცვლოდ მანქანის გატაცებას
უკავშირდება, ხოლო ერთი - ეკლესიისთვის შეწირული თანხის ამოღებას.
სამი ფაქტიდან ერთი ვალის დაბრუნების სანაცვლოდ მანქანის გატაცებას უკავშირდება, ხოლო ერთი - ეკლესიისთვის შეწირული თანხის ამოღებას.
22:38 / 19.09.2024
გახსნა დაგეგმილია 12 ოქტომბერს გორის გიორგი ერისთავის სახელობის
პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ტერიტორიაზე.

გახსნა დაგეგმილია 12 ოქტომბერს გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ტერიტორიაზე.

18:19 / 19.09.2024
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო
ძალებმა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა
17:00 / 19.09.2024
,,ევროპული კულტურა აფასებს და იცავს ადამიანის უფლებას, თავისუფლად
გამოხატოს თავი ხელოვნების, მეცნიერებისა და სხვა სფეროებში.
,,ევროპული კულტურა აფასებს და იცავს ადამიანის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს თავი ხელოვნების, მეცნიერებისა და სხვა სფეროებში.
14:54 / 19.09.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.