რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
სხვადასხვა
ვაჟა შაქარაშვილის წიგნები ღვაწლმოსილი გორელების შესახებ
სულ მალე გამოქვეყნდება ვაჟა შაქარაშვილის საავტორო ნაშრომი - ,,ნარკვევები გორის უახლესი ისტორიიდან". ამის შესახებ მწერალმა საზოგადოებას უკვე  აცნობა. ვაჟა შაქარაშვილი მწერალთა სახლის თანამშრომელია.

მანამდე, გორის მწერალთა სახლის თანამშრომელს ღვაწლმოსილი გორელების შესახებ რამდენიმე წიგნი აქვს გამოცემული.  გთავაზობთ ამ წიგნების ჩამონათვალს მწერლის წინასიტყვაობებით.

,,გორის საფალავნო წარსულიდან - ვუძღვნი სახელოვანი ფალავნისა და საამაყო წინაპრის-პაპის, კონსტანტინე (კოტე) შაქარაშვილის ნათელ ხსოვნას!

წიგნის სამთავრო მიზანი ძირძველ, ბევრთათვის დღემდე უცნობ ფალავანთა ფიზიკური და სულიერი არსენალის, მათ თავგადასავალთა ჯერაც დანისლული საინტერესო ეპიზოდების წარმოჩენაა. სოფელ-სოფელ, კარდაკარ სიარულისას მართლაც რომ არაერთი ფასეული ინფორმაცია, დოკუმენტური და ფოტომასალა მოვიპოვე. მჯერა, წიგნის რეალურ გმირთა საფალავნო წარსული მხნეობას, სიამაყეს და გამწეობის ძალას შეჰმატებს ერს, შთამომავლობას!

ჯემალ ბეგლარიშვილი

ქართული სამუსიკო კულტურის მოერთგულე დიდ-მოღვაწე კომპოზიტორი, ბატონი ჯემალ ბეგლარიშვილი იმ ცნობილ კომპოზიტორთა დასის წარმომადგენელია, ათწლეულთა მანძილზე ეპოქა რომ შექმნეს და ანგელოზთა ღვთიური ენით გულს ჩაღვრილი, სულში ჩამწვდომი უნიკალური მელოდიებით კიდევ უფრო გაამშვენიერეს ქართველთა ძირძველი სამოსახლო - გორი, მელოდიის ღვთიურ სიყვარულს აზიარეს ახალგაზრდობა. ღვთის ხელი ატყვია კომპოზიტორის გულგასახარ, მდიდარ შემოქმედებას. მისი მაღალნიჭიერების, უზადო შემოქმედების გვირგვინი ადამიანური განცდებით დამუხტული გორის ჰიმნია, რაც უდაოდ ღვთიური ჩანაფიქრის ნამდვილი შედეგია. მელოსით და სათნოებით აღვსილმა კომპოზიტორმა მაღალი მოქალაქეობრივი კულტურით, სისადავით, განუზომელი კეთილშობილებით დაამახსოვრა თავი გორს; ხელოვნებას ანაცვალა თვისი სიცოცხლე... თავად სიმღერა იყო სადა, ამაღლებული, შთამაგონებელი, მისი შემოქმედება არტია დიდი!

ომარ ჩუბინიძე

"არსებობს ორი უმნიშვნელოვანესი სიტყვა: ერთგულება და ერთსულოვნება ასე ძლიერ რომ გვჭირდება ქართველებს" - ერისკაცი - ომარ ჩუბინიძე.

ქართულ-ოსური კონფლიქტის პიკია. ის ერთადერთი გზა, რომელიც ცხინვალზე გადიოდა, ოსი ექსტრემისტების მიერ ჩაიკეტა. იმ დროს მეორე-ე.წ. "შემოვლითი გზა" ანუ ხეითის გზა ჯერ არ არსებობდა. დიდი ლიახვის ქართულ სოფლებთან დასაკავშირებლად ერთადერთი გზა პარალიზებულია. უამრავი ქართული სოფელი მოწყდა გარე სამყაროს. ქართველობა ვერანაირად უკავშირდებოდა მშობლიურ საცხოვრისს. ერთობ საგანგაშო გახლდათ ვითარება. მძიმე სიტუაციიდან გამოსასვლელად მხოლოდ საჰაერო გზა რჩებოდა, რაც მარტოოდენ ვერტმფრენით იყო შესაძლებელი, თუმც გამწვავებულ სამხედრო დაპირისპირებათა გამო, რეალურ საფრთხეს შეიცავდა მისით მგზავრობა. ბინდდებოდა. ბლოკადაში მოქცეული ქართული მოსახლეობა სურსათ-სანოვაგით, მედიკამენტებით გადაუდებელ მომარაგებას საჭიროებდა. რამდენადაც ვერტმფრენით მგზავრობა რისკის შემცველი გახლდათ, მფრინავებმა რეისის შესრულებაზე უარი განაცხადეს... და ამ დროს ბატონი ომარი, თავის მცირეწლოვან ვაჟიშვილ-ვამეხთან ერთად ბორტზე ადის და ცდილობს დაარწმუნოს მფრინავი, რეისის შესრულების აუცილებლობაში. იმდენად შეძრა მოძმეთა ხვედრმა ბატონი ომარი, რომ მზად იყო საკუთარ შვილთან ერთად სიცოცხლე გაეწირა.

ანზორ გვაძაბია (მსახიობი)

გიყვარდეთ თეატრი ისე, როგორც მე მიყვარს ის, თეატრში ჩემი სიჭაბუკეა, ჩემი ცხოვრება, ჩემი წარსული და აწმყო... იქნებ მომავალიც?!
სწორედ ამ წარსულითა და აწმყოთი ერისთაველებმა, მთელმა გორმა და ჩემმა გორელებმა შექმენით ჩემგან... ანზორ გვაძაბია, თუ კიდევ დამრჩა "დრო", იმასაც თქვენს სამსახურში გავატარებ ჩემო კარგებო! მიყვარხართ ყველა, ვინც ჩამინერგეთ ქართულ სულში ქართლური გული.
მადლობა, მადლობა! გეხვევით მუდამ თქვენი გაგორე(ლე)ბული "პაპუჩი"! ანზორ გვაძაბია. მერე? "მერე დავიძინებ მოხუცივით, რომ შენ დამესიზმრო, სიყმაწვილევ!..."


თამაზ ფერაძე (ექიმი)

"ერთი წუთითაც არ დავშორებივარ გორს, საქართველოს!",

"დასანანია, რომ იშვიათად მიწევს საქართველოში ყოფნა. გახსოვთ, სიმონ ჩიქოვანის სტროფი - "სად არის კიდევ სხვა საქართველო?" - იგი მუდამ თან მახლავს!"
საქართველოს მიმართ ღრმა ნოსტალგიით იყო მუდამ პყრობილი; - ღვთიური ნიჭიერება ფართო სამეცნიერო სივრცეებისკენ მიაქანებდა, თუმც საქართველოდან ძალიან შორს - სანკტ-პეტერბურგში მასზე ოცნებით სულდგმულებდა.

დიდ გორელ მოღვაწეთა უმშვენიერეს გალერეას ამშვენებს სახე-სახელი სრულიად სამყაროს უდიდესი მეცნიერის, მიკრობიოლოგ-ემპიროლოგის, სანკტ-პეტერბურგის პასტერის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, უამრავ, მათ შორის, წითელას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, - გამოგონებათა ავტორ-თანაავტორის, ერთ დროს ბრწყინვალე გორელი მოცეკვავის, პროფესორ თამაზ ფერაძისა, რომლის სახელს დღემდე ატარებს სანკტ-პეტერბურგის ხსენებული ინსტიტუტის მის მიერვე დაარსებული მთავარი ლაბორატორიული კორპუსი.

ანა ფერაძე (მხატვარი)



რუხფეროვანმა ციხემ ხელი წვერზე მოისვა,
კმაყოფილებით გადმოხედა პირმშოს მაღლიდან-
"კიდევ ბიჭია!" - შეუძახა ციხეს ლიახვმა და
მტკვარს აკოცა შმაგი ტალღიდან.
ამაღლდა ციხე, დეკემბრის მზე თავზე მოიგდო,
აღმოსავლეთით გაიფინა ჩრდილი ანაზდად,
"ეს გამარჯვება, რომ ჩაითქვა, ანამ, - მოიგო,
დღეს ყრმებს, ასულებს და გადიებს გადააბარა,
არ გაფრინდება ეს ფრთოსანი, ვაშა მის მოსვლას!
სათუთი ხელით დაწნულია ბუდე აშლილი.
თავის ბუდეში გამოშუშავს მრავალ ფიროსმანს
მემკვიდრეობა უჩასი თუ გუდიაშვილის".
ჟუჟუნა ვაშაგაშვილი

ხელოვნების, პოეზიის, ქართულ საქმეთა უერთგულეს მსახურად სცნობდა მას საქართველო, ლექსებთან ერთად შიყვარეს, შეისისხლხორცეს უბრალოებით და აკადემიური კულტურით დამშვენებული შემოქმედი, ქველმოქმედი, გორში სამხატვრო სკოლის დამსაძირკვლებელი, ეროვნულ საქმეთა თავგამწევი დიდი ქალბატონი, ქვეყნის თვალი-წყალი დედათ-თავადი ანა ფერაძე!


დურმიშხან ბერუაშვილი (მოჭიდავე)

ფალავანთა ფალავანი, კაცი-ლეგენდა დურმიშხან ბერუაშვილი 

სადღა არიან ასეთი კაცები, სამუზეუმო ექსპონატებივით შემოგვრჩნენ ნაღდები, მართლები, კეთილზნე ქართველები!


ურან საძაგლიშვილი (ლოტბარი)



ერისკაცები - ქართული ხალხური სიმღერის ბერმუხა, ლოტბარი, 300-ზე მეტი ხალხური სიმღერის შემგროვებელი, სულის შთამბერი, გადამრჩენელი, გორის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელი.

საამაყო ერისკაცი ვახტანგ წერეთელი და სიმღერის სიმბოლოდ, "გორელ სარაჯიშვილად", "რთველ კარუზოდ" დამკვიდრებული, ღვთისაგან ხმადალოცვილი, თვითნაბადი მუსიკალური ინტელექტით ძალმოსილი, ენა-ტკბილი მომღერალი, გორის ბულბული - ურან საძაგლიშვილი.

ლევან ყარანგოზაშვილი და ლაურა ტატიშვილი

ლექსის "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი" მუსიკის ავტორი, გორელი კომპოზიტორი ლევან ყარანგოზიშვილი და სიმღერის დებიუტანტი ლაურა ტატიშვილი.


გორელი მედიკოსები

გორის სამედიცინო წარსულიდან - უნიკალურ საარქივო-დოკუმენტურ ბაზასა და საოჯახო წერილობით წყაროებზე დაყრდნობით, მადლიერი მკითხველის წინაშე შევეცადე შეძლებისდაგვარად წარმომედგინა გორის, გორის მაზრის სამედიცინო ისტორიის შავ-თეთრი კადრები, არაერთი ეპიზოდი, ე.წ. სტოპ-კადრი გორელ მედიკოსთა მისაბაძი, თუმც საკმაოდ დრამატული ცხოვრებიდან; - გორელ ექიმთა საამაყო კრებული ცოდნით და ლოცვით რომ იღწვოდნენ ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად!

ასეთნი გახლდნენ კონსტანტინე (კოტე) ელიოზიშვილი, გაბრიელ (გაბო) გვერდწითელი, ტრიფონ გამსახურდია, თამარ ოქროპირიძე, რომელთაც 30-იანი წლების რეპრესიათა ამორალურმა ტალღამ გადაუარა. წიგნში ხაზგასმულია ღვაწლი ისეთი ცნობილი ექიმების, როგორიც გახლდნენ ვლადიმერ ფერაძე, პავლე გრიდნევი, გალაქტიონ გიორგაძე, ოთარ გვასალია, ალექსანდრე ბიძინაშვილი, თამაზ ფერაძე, იოსებ სრესელი და სხვა მრავალნი.

წიგნი ეძღვნება გორელი მედიკოსებისა და აგვისტოს ომის დროს გორის ჰოსპიტალში მოღვაწე ექიმის გიორგი აბრამიშვილის ხსოვნას!





ვაჟა შაქარაშვილი

შტრიხები ბიოგრაფიიდან

პროფესიით ისტორიკოსი, იურისტ-სამართალმცოდნე, ჟურნალისტი.

სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა რიგ უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგად, მათ შორის, პრორექტორის თანამდებობაზე, საქართველოს ტელევიზიაში რედაქტორის, ხოლო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის გამგეობაში - კონსულტანტის პოზიციაზე. იყო რიგი ჟურნალ-გაზეთების - „ნიანგი“, „შავი დოსიე“, „ვერსია“, „სრულიად არასაიდუმლოდ“, „კრიმინალური ქრონიკა“, „ევრაზია-ექსპრესი“, - რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, ბიუროს ხელმძღვანელი, კორესპონდენტი, ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა ქართლის პრესცენტრის ხელმძღვანელი.

წლების მანძილზე მოღვაწეობდა პროფესორ სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

არის საქართველოს მწერალთა კავშირისა (#865) და საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის (# 1347) წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის გამგეობის წევრი;
ავტორია 1000-ზე მეტი საგაზეთო პუბლიკაციის, ტელე და რადიო გადაცემისა, არაერთი შემოქმედებითი, კულტურულ-საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული პროექტისა.

დაჯილდოებულია საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მიერ ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიით, არაერთი მადლობის სიგელითა და დიპლომით.

ამჟამად მუშაობს გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს გორის მწერალთა სახლში შემოქმედებითი პროექტების კოორდინატორად.

ამასწინათ საავტორო წიგნისთვის - „მესამე რაიხის გერმანელი ტყვე-ჯარისკაცები გორში“ (კვლევითი შინაარსის ნაშრომი) საქართველოს გერმანელთა ასოციაცია „აინუნგმა“, მისმა პრეზიდენტმა, ბატონმა გარი აუგუსტმა ვაჟა შაქარაშვილი დააჯილდოვა სპეციალური დიპლომით ქართველ და გერმანელ ხალხებს შორის კულტურული კავშირების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

სამხედრო დაპირისპირების დროს, როგორც რეპორტიორი, იმყოფებოდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, გახლდათ მოლაპარაკების სამმხრივი კომისიის (აფხაზეთი, საქართველო, რუსეთი) წევრი, არის საქართველოს ეროვნული გვარდიის ვეტერანი.

დაჯილდოებულია გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მადლობის სიგელით.

არის 46 საავტორო წიგნის ავტორი, მათ შორის მონოგრაფიის, სახელწოდებით „ნარკვევები გორის უახლესი წარსულიდან“. ვაჟა შაქარაშვილმა გორის უახლესი ისტორიის არაერთი ცარიელი ფურცელი შეავსო და მივიწყების მტვერი გადააცალა ქალაქის ისტორიული წარსულის არაერთ მოვლენას, მათ შორის, ერთხანს ტაბუდადებულ თემას.

არის უპარტიო. ჰყავს მშობლები - დამსახურებული პედაგოგები, მეუღლე - ნატო შაქარაშვილი გორის მერიის თანამშრომელია, ქალიშვილი - მარიამი, ცნობილი მხატვარი, ფერმწერი, ვაჟი - გიორგი კი ტოიტა-ცენტრის გაყიდვების მენეჯერია.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის
კოლმეურნეობას!

,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის კოლმეურნეობას!" - კვლავ გაისმა ტრიბუნიდან.

19:30 / 21.09.2019
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება,
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
17:45 / 13.06.2019
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982
წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად
კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982 წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
23:58 / 29.03.2019
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო
მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული
ბრძოლების შესახებ.
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ.
22:20 / 21.03.2019
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის
ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
01:01 / 28.02.2019
ვიდეორეპორტაჟი
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.