რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
სოფელი უწლევი


უწლევი ხაშურიდან 29 კილომეტრში მდებარეობს. სოფელს მუდმივი მაცხოვრებელი თითქმის არ ჰყავს. უწლეველები მშობლიურ სოფელს მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობენ, რადგან ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არ ქონის გამო, აქ გამოზამთრება შეუძლებელია. ამბობენ, რომ ადრე სოფელი სავსე იყო, თუმცა ახლა მხოლოდ რამდენიმე მოხუცი ცხოვრობს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა. ახლა გზა კი დააგეს, მაგრამ ხალხი აღარ არის, რომ წაჰყვეს. მძღოლები საწვავს წვავენ, მოდიან და კვირაში ერთხელ თუ წაჰყვა ერთი ადამიანი, ამიტომ არავის უნდა აქ სიარული."- ამბობს ჟუჟუნა გელაშვილი, თან ატამზე გვეპატიჟება.

"გორელი ხართ ატამი არ გაგიკვირდებათ, მაგრამ მიირთვით უწლევის ვენახის ატამი."-იღიმის ჟუჟუნა გელაშვილი და ისევ ტრანსპორტის პრობლემას უბრუნდება, რადგან სოფელში ზაფხულობით დაბრუნებულ მოსახლეობას გადაადგილება უჭირს.



"მიკროავტობუსზე მწყდება გული. აგერ გვეტყვიან ვივლით, არ ჰყავთ ხალხი არ მოდიან. ჩვენ თუ სადმე ვართ წასასვლელები, უტრანსპორტობის გამო ვწვალობთ ძალიან. ახლა ერთი მძღოლი ავიყვანეთ, მაგრამ უნდა დავურეკოთ, ისე არ მოდის. მე აქ მარტო ვარ. შვილები წასულები არიან. ხაშურში ცხოვრობენ. მინდა, რომ სოფელი გავამაგრო, ამიტომ აქედან არ მივდივარ. ვშიშობ ან ქურდი არ შემოვიდეს ან... თუ რამე დაიკარგება ჩემთან ექნებათ საქმე, მე ვიქნები პასუხისმგებელი. ასე ცოტა კი არ ვიყავით უწლევში, ბევრნი ვიყავით. დიდი და ძლიერი სოფელი იყო. აქედან ბევრი ემიგრაციაში წავიდა. ზოგი იტალიაში, ზოგიც საბერძნეთში. მომვლელებად მუშაობენ." - წუხს ჟუჟუნა გელაშვილი.

ინგა შუბითიძე, რომელიც სოფლის კერას მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობს, ფიქრობს, რომ დასაქმების გარეშე აქ ცხოვრება შეუძლებელი იქნება.



"მუდმივად თუ რამეზე არ დასაქმდი აქ, ვერ იცხოვრებ. თუ შენი საქმე არ გაიჩინე აქ, ძნელია ისე ცხოვრება. ძროხას ვერ მოუვლი, ან ღორი უნდა გყავდეს ან ქათმები, რომ რაღაცით დაკავდე. მარტო პენსიაზე რთულია. მე ჯერ ახლა გავხდი პენსიონერი.პენსიაც რომ გაზარდონ, პროდუქტის ფასებს იმდენს მოუმატებენ, რომ ისიც აღარაფერი იქნება. სულაც არ მინდა ეგეთი პენსიის ზრდა. სოფლის ერთ-ერთი პრობლემა უწყლოობაა. წყალი ვისაც აქვს ის არ ტოვებს აქაურობას. ვისაც არ აქვს ის ტოვებ. მხოლოდ 4 ოჯახს აქვს ჭა. აქ, რომ ბავშვით ამოხვიდე, როგორ უნდა მოუარო?"- ამბობს ინგა შუბითიძე.



უწლევში სასმელი წყლის სისტემის გაკეთება დაიწყეს, რისთვისაც ყველა საჭირო მასალა აიტანეს სოფელში, თუმცა სამუშაოები არ დაასრულეს. მოსახლეობამ არ იცის ვის უნდა შეესრულებინა აღნიშნული სამუშაოები და არც იმაზე აქვს ინფორმაცია, თუ რატომ არ მოგვარდა აქამდე სასმელი წყლის პრობლემა.

"გვახსოვს მთავრობამ ყველაფერი, მოიტანა მათ შორის ქვიშაც, მაგრამ წყალი არ გაკეთდა. ამბობდნენ, რომ ყველა ოჯახში შეიყვანდნენ."-გვიყვებიან უწლევის მაცხოვრებლები და დასძენენ, რომ მათთვის გაურკვეველმა კომპანიამ სანიაღვრე არხის გასაკეთებლად, სასოფლო- სამეურნეო ნაკვეთების ნაწილი მთელ სიგრძეზე ჩამოჭრა.

"ერთი მხარეს ნაკვეთები ბოლომდეა გაფუჭებული. მაგ ადგილას ქლიავები და სხვადასხვა ხილი იდგა. ამოვიდნენ, გვითხრეს კომპანიის ხალხი ვართო. ერთი კუთხიდან სანიაღვრე არხი გაკეთდა ბოლომდე, მთელ სიგრძეზე. გვითხრეს ეს ხეები ხელს გვიშლისო და ამდენი ჯონჯოლი და ამდენი ნაკვეთი სულ გააფუჭეს. ხაშურის მერიაშიც ვიჩივლეთ თუმცა გვითხრეს, რომ ვერ დაგაკმაყოფილებთო. ეგ კომპანია ჩვენ არ გვეხება, გორს ეხებაო "-ამბობენ აქ მაცხოვრებლები.

 


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ნეო ტვ-ს გუნდმა ეს პროექტი

ნეო ტვ-ს გუნდმა ეს პროექტი "რუსული კანონის" დამტკიცების პარალელურად შეიმუშავეს.

17:13 / 15.11.2024
ამ საჩივრებით ისინი უკვე ჩატარებული არჩევნების გაუქმებას ითხოვენ,
ვინაიდან
ამ საჩივრებით ისინი უკვე ჩატარებული არჩევნების გაუქმებას ითხოვენ, ვინაიდან
15:10 / 13.11.2024
,,არსებული დიზელგენერატორი ხანგრძლივი დროით ვერ შეძლებს
ჰოსპიტლის ელ. ენერგიით მომარაგებას,

,,არსებული დიზელგენერატორი ხანგრძლივი დროით ვერ შეძლებს ჰოსპიტლის ელ. ენერგიით მომარაგებას,

16:48 / 12.11.2024
ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ
ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ
14:08 / 12.11.2024
„დღეს, როცა სანქციებია დაწესებული ჩვენი უფროსი სტრატეგიული
პარტნიორის /იგულისხმება რუსეთი - რედ/ მიმართ,

„დღეს, როცა სანქციებია დაწესებული ჩვენი უფროსი სტრატეგიული პარტნიორის /იგულისხმება რუსეთი - რედ/ მიმართ,

11:58 / 12.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.