რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ, არ შეიძინოს არასათანადო პირობებში განთავსებული მალფუჭებადი სურსათი
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს კონტროლს სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით სურსათზე გაზრდილი მოთხოვნის გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა. სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მომხმარებელს მოუწოდებენ, არ შეიძინოს მაღალი რისკის სურსათი - ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტები ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები; სურსათის შეძენისას ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტს, სადაც, ახალი რეგულაციის შესაბამისად, მითითებულია ყველა აუცილებელი ინფორმაცია ვადების, შენახვის პირობებისა და შემადგენლობის შესახებ.

ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ გარემოებებს:

ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია არაუმეტეს +6 გრადუსისა, ხოლო შენახვის ვადაა 48 საათი.

გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

• მწარმოებლის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი;
• სურსათის დასახელება - მაგალითად, მსხვილფეხა საქონლის (ძროხის, კამეჩის) ხორცი გაცივებული;
• თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
• თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
• ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარის ზედამხედველობით დაკლული ცხოველის ხორცზე უნდა იყოს დასმული ჯანმრთელობის ნიშანდება (ბეჭედი)
• სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც.

ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება.

FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და ხორცპროდუქტების ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისაგან (რძე, ყველი, თევზი და ა.შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისაგან ადამიანი შეიძლება დაავადდეს და რისკი შეექმნას მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას! საეჭვო შემთხვევების გამოვლენისთანავე დაუკავშირდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.