რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,ზინა ამოვიდა ბარიდან" - სტუმრად გუჯარეთის ხეობაში 32 წლის შემდეგ
ზინა სანაკოევი გუჯარეთის ხეობაში დაიბადა. 18 წლის
ასაკში ძამის ხეობაში, ორთუბანში გათხოვდა. ქართულ-ოსური კონფლიქტის
შემდეგ, ჯერ ვლადიკავკაზში ცხოვრობდა, შემდეგ ორთუბანში დაბრუნდა.
მშობლიურ სოფელში კი აღარავინ ცხოვრობს.
პირველად როცა ვესტუმრეთ, ორთუბნის შესახებ მოვამზადეთ ინტერვიუ. ინტერვიუს დროს გამუდმებით გუჯარეთს ახსენებდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ხაბიზგინებზე დაგვპატიჟა და ოსური ხაჭაპურის პროცესი გადავიღეთ. ამჯერადაც, ბევრი ისაუბრა გუჯარეთზე. ჩემ სოფელს ღვთისმშობელი ერქვა, მერე კომუნისტებმა აიდაროვი დაარქვესო. ეხლა ღვთისმშობლობა მოდის და ამ დროს მთელი ხეობა იქ იყრიდა ხოლმე თავსო.
სწორედ, მაშინ დაგვებადა იდეა, რომ წავსულიყავით სოფელ ღვთისმშობელში, გუჯარეთის ხეობაში. ქალბატონი ზინაც დავპატიჟეთ. ერთადერთ პრობლემას სახლში დატოვებული საქონელი და შინაური ფრინველი წარმოადგენდა.
წინა დღით შვილებმა დაურეკეს, საქონელი ვინმეს დაუტოვე და გაყევი აუცილებლადო. ,,ვეუბნებოდი, საქონელი ვის დავუტოვო, ქათამი ვის დავუტოვო-მეთქი. არსად გაგექცევა საქონელიო, გუჯარეთში როდის ახვალ, ვინ იცისო? გაიხარე გულიო. ჩემმა გოგომაც დამირეკა, დედა რას შვები, არ მიდიხარო?"" - გვიყვებოდა გზა-და-გზა ქალბატონი ზინა. მზადება დილის 6 საათზე დაიწყო.
ჩვენც გავუდექით იმ გზას, რომელიც გუჯარეთისა და ძამის ხეობას აკავშირებს. გავიარეთ: გვერძინეთი, ტყემლოვანა და დავადექით შუანოს გზას, საიდანაც გზას გუჯარეთის ხეობაში მივყავართ. ავუყევით აღმართს და აღმოვჩნდით ულამაზეს ადგილზე, საიდანაც ჩვენ თვალწინ ხელისგულივით გადაიშალა თრიალეთის ქედი, თორის მთები, ძამის ხეობა... გზა არც ისე სავალალო მდგომარეობაშია. გზა და გზა გონებაში უცოცხლდება მოგონებები ზინას, თუ როგორ გადადიოდნენ ის და მისი მეუღლე თითქმის ყოველ წელს ორთუბნიდან, შუანოს მთის გავლით - გუჯარეთში სტუმრად.
,,რომ გავთხოვდი და მერე რომ ვბრუნდებოდი ხოლმე სტუმრად ჩემს ქმართან ერთად - ზინა ბარიდან ამოვიდაო და ყველა შინ გვეპატიჟებოდა, ხან ყველს მატანდნენ, ხან მატყლს..." - იხსენებს ზინა სანაკოევა.
შუანოს მთის უღელტეხილზე გადასასვლელი სამი მიმართულებით მიდის, ერთი - მიტარბისკენ (ბორჯომი), მეორე - ხაშურის სოფლებისკენ, მესამე - ძამისკენ. შუანოს მთის წვერზე მიმანიშნებელი აბრა მიტარბისკენ სავარაუდოდ მონადირეებმა გააკეთეს. ალპური ზონიდან გზა ტყეში ეშვება და თითქმის 1 საათი უღრან ტყეში ვიარეთ.
,,ჩვენ სულ ამ გზაზე დავდიოდით. სად იყო მაშინ ამდენი ტყე. ხალხი აღარაა და ტყეც გაიზარდა. ჯერ წინუბანში ჩავალთ," - ამბობს ქალბატონი ზინა.
შუანოს მთის წვერზე და შემდეგ ტყიან ფერდობზე შეშის მანქანები არ დადის, ამიტომ შედარებით რთული მონაკვეთი მხოლოდ რამდენიმე ადგილზე შეგვხვდა. თუმცა, გზა საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე გრძელდება. ,,უკან დაბრუნებისას დაგვიღამდება, თორემ ეს უფრო მოკლე გზაა, ვიდრე ბორჯომიდან. ტყეში რამე რომ გაგვიფუჭდეს, ტელეფონზეც ვერ დავრეკავთ."" - საუბრობს მძღოლი და მართლაც წინუბანს რომ მივუახლოვდით საათს დავხედეთ, 2 საათზე მეტი იყო გასული, რაც ვმგზავრობდით.
ამასობაში გადავითავქვევეთ და პირველი სოფელიც გამოჩნდა. ეს სოფელი წინუბანია, ცხრა ოსური სოფლიდან ერთ-ერთი. როგორც ჩანს აქ ოსთა წასვლის შემდეგაც არ შეწყვეტილა სიცოცხლე. გზად ასაკიანი კაცი შეგვხვდა, რომელსაც ძროხები მოყავდა. დაგვიდასტურა, რომ წინუბანში ვიყავით.
წინუბანს გავცდით. ,,აქ სადღაც მჟავე წყალი უნდა იყოს", მალე მთავარ გზაზე გავალთო. ე.წ. მთავარი გზა იმაზე ცუდი აღმოჩნდა, ვიდრე ტყეში იყო. იხსენებდა სკოლის პერიოდს, ჯერ 4-კლასიანს, შემდეგ მეზობელი სოფლის 8-კლასიან სკოლას, ბოლოს საშუალო სკოლას - ,,სულ ფეხით დავდიოდით ხოლმეო".
გადავუხვიეთ გვერდისუბნისკენ - აქ ბანაკი იდგა, ყოველ წელს ამოდიოდნენ ბორჯომიდან ბავშვები, ისვენებდნენ - ახლა ეს ადგილი ერთი გატყევებული ხევია, რომლისთვისაც ვიღაცას ფიცრის ღობე შემოურტყამს. გვერდისუბანში იყო: სკოლა, მაღაზია, საბჭო, ფურნე, კლუბი. დღეს კი მხოლოდ: ნანგრევები, ნანგრევები და კვლავ ნანგრევები. გზადაგზა ფერმები გვხვდებოდა, მათ შორის, ახალი აშენებული. ოღონდ, არც ერთი ეკუთვნის ადგილობრივ მცხოვრებთ. რომელი სახლებიც გადარჩენილია, იქ ფერმერები ცხოვრობენ. მდინარე გუჯარულას ხეობა ამჟამად საზაფხულო საძოვრადაა ქცეული.
შემდეგი სოფელი ჩვენი ამბის მთავარი გმირის ზინა სანაკოევას მშობლიური ღვთისმშობელია. ამ სოფელს ბოლშევიკებმა აიდაროვი უწოდეს, ჩრდილოეთ კავკასიელი რევოლუციონერის, ზნაურ აიდაროვის საპატივსაცემოდ.
მივუყვებით გზას, ირგვლივ ტრიალი მინდორია, სოფელი კი არსად ჩანს. ,,რაიქნა ჩემი სოფელი, შენ გენაცვალე?!" - გაკვირვებისგან წამოიძახა ზინამ და უზარმაზარ ფიჭვზე მიგვითითა, რომელიც შორიდან მოჩანდა: ,,იქ ჩვენი სალოცავია - ღვთისმშობელი! მისი მადლი გფარავდეთ! ახლა კი მივხვდი, რომ თურმე ჩემს სოფელში ვყოფილვარ."
სალოცავთან შევჩერდით. სამი ხაჭაპური და სანთლები მივიტანეთ. ზინამ საფლავებს მიაშურა. მისი ახლობლების საფლავებზე უამრავი ტყემალი ამოსულიყო, ქვები ნებაზე მიშვებულ პირუტყვს გადაეთელა. ეს სურათი უემოციოდ არ მოგვხვედრია თვალში, განსაკუთრებით ზინას, რომელმაც სიმწრის ცრემლი ღვარა წინაპართა საფლავებზე.
ხეობაში 9 ოსური სოფელია. ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, ყველა ეს სოფელი დააყაჩაღეს. კრიმინალური დაჯგუფების წევრები, ე.წ. ,,არაფორმალები"" ადგილობრივ მცხოვრებლებს ეუბნებოდნენ, რომ არ ჰქონდათ აქ ცხოვრების უფლება.
,,ბორჯომიდან თუ ვინმე ამოვიდოდა, აბა - ცხვარი დაუკალი, ციკანი დაუკალი, გოჭი დაუკალი და დაპატიჟე უფროსები, ისინი დასხდებოდნენ და კარგ დროს ატარებდნენ; სხდებოდნენ მერე თავიან მანქანებში და მიდიოდნენ. ასეთი დრო იყო ბოლოს გუჯარეთში და მერე მწარედ დაუბრუნდათ ეს ცხოვრება, ფეხზე რომ დადგენ და გაიმართნენ, მაშინ დადგა ის ცუდი დრო. ასე მიმოიფანტნენ, ზოგი დაიკარგა, ზოგი დაიღუპა, ზოგი ხალხში აირია და ასე..." - გვიყვება ზინა.
,,გუჯარეთისა ყველაფერი მენატრება. ფეხი სადაც ავიდგი და სადაც დავრბოდი და წინუბანში რა მჟავე წყლებიც მოდის და ჩვენთან რა წყაროებიცაა და ყველანაირი წყალი და ყველანაირი ბუნება, - ყველაფერი მენატრება, ყველაფერი... ნახვით მაინც მანახა, სანამ ცოცხალი ვარ... ყველფერი სანატრელია. ახლა დაფიქრდი - სადაც დაიბადე, სადაც გაიზარდე და 18 და 20 წელი სადაც დარბოდი - როგორ არ მოგენატრება?!" - ეს სიტყვები მაშინ გვითხრა, როცა პირველი ინტერვიუ ჩავწერეთ ორთუბანში. სწორედ, მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ქალბატონი ზინა გუჯარულას ხეობაში წაგვეყანა.
,,აი, ის სახლი მამიევებისა იყო. კედლები შემორჩენილა, ეტყობა, ახლობლები უნახავდნენ," - გვიყვება ზინა. ნასოფლარზე ტყემლის ხეებს მიაშურა, რომელსაც უხვად ესხა და სიმწიფისგან წითლად და ყვითლად ,,ანათებდა".
მდუმარედ წავიდა სასაფლაოსკენ. დიდხანს ეძებდა მამის საფლავს. რამდენიმე საფლავს მესერი შემორჩენოდა, სხვები მესრის გარეშე დახვდა. ქვების დიდი ნაწილი გადაყირავებულია. ტირილის ხმაზე მივხვდით, რომ მამის საფლავი იპოვა. თავისუფლად მხოლოდ მაშინ იტირა, როცა ეკლესიის ნანგრევებზე სანთლის ასანთებ ადგილზე განმარტოვდა. შემდეგ გზაში ტელეფონზე ახლობელს უყვებოდა, რომ მარტო რომ ყოფილიყო, უფრო ხმამაღლა იტირებდა.
,,ზოგი საით წავიდა, ზოგი - საით, გაიფანტნენ, წავიდნენ და ყველა თავისთვის, კარგად ცხოვრობს, ახლა ყველა კარგადაა. ბევრიც დაიღუპა - იმ ჰაერს ვერ გაუძლეს, ვლადიკავკაზში სირისტია. მეც წავედი და უკან დავბრუნდი. მე აქ მიყვარს და... მოვედი და ჩემს სახლში კარგად ვცხოვრობ, ღვთის წყალობით. ბავშვებიც ჩამოდიან, მაგრამ წელს ვეღარ ჩამოვიდნენ ამ ვირუსის გამო. მაგრამ გუჯარეთში, მაინც უკეთესი ცხოვრება იყო, ბევრი პირუტყვი გვყავდა, ხალხი უკეთესად ცხოვრობდა, ბარში მაინც პირუტყვს მოკლებულნი იყვნენ, ისედაც არ არის პირუტყვის ყოლის საშუალება აქ, იქ კი კარგი მინდვრები იყო, კარგად ვცხოვრობდით.""- ამბობს ზინა.
ხეობაში 9 ოსური სოფელი დაცლილია, მათ შორის, სოფელი ღვთისმშობელი, სადაც ზინა და მისი დედ-მამა ცხოვრობდა. არეულობა რომ დაიწყო, ხალხმა გახიზვნა დაიწყო. ვლადიკავკაზში წავიდნენ ზინას დედა, ძმა, ბიძაშვილები... ჯერ პატარები გაგზავნეს, შემდეგ უფროსები.
ამ სოფელს 33-წლის ლიანას დაკარგვის ისტორია უკავშირდება. ლიანა ზინა სანაკოევას დეიდაშვილი იყო. მაშინ ზინა ორთუბანში ცხოვრობდა, მოხუცებული დედა კი, - ღვთისმშობელში.
,,ხალხმა გახიზვნა რომ დაიწყო, ჯერ პატარები წაიყვანეს ვლადიკავკაზში. დეიდაჩემიც წავიდა და ჩემი ძმისშვილები წაიყვანა. უკან რომ დავბრუნდები, მერე მოხუცებსაც წავიყვანთო. სოფელში დარჩა რამდენიმე მოხუცი, მათ შორის, დედაჩემი. დედაჩემის გამო კი ლიანა დარჩა. წინა ღამით სოფელი დააყაჩაღეს, დედაჩემთანაც მივიდნენ არაფორმალები. ლიანა საწოლის ქვეშ დაიმალა. სოფელში თუ რამე წასაღები იყო, წაიღეს. დედაჩემმა უთხრა, აქ აღარაფერი გვაქვს, აღარავინ არის ყველა წავიდაო. მეორე ღამეს შორიდან მანქანის შუქი დაინახეს, იფიქრეს, კიდევ დასაყაჩაღებლად მოდიანო. ეს მოხუცი ხალხი ტყისკენ გაიქცა. ლიანაც გაიქცა, ოღონდ უფრო შორს. დედაჩემს სიარული არ შეეძლო, ფეხები სტკიოდა და სახლში დარჩა. უკან რომ დაბრუნდა ხალხი, ლიანა არ გამოჩნდა. დედამ იკითხა, ლიანა რა იქნაო? უთხრეს, შორს ტყისკენ გაიქცაო. მესამე დღეს დეიდაჩემი ჩამოვიდა ვლადიკავკაზიდან და ლიანა არ დახვდა. ბორჯომიდან მანქანა ამოიყვანა, თეთრეულს და რაღაცეებს წავიღებო, მაგრამ ეს მანქანაც ტყუილად დაიქირავა. მთელი 3 დღე ეძება ტყეში - ,,ლიანა, ლიანა, ლიანა!", ყვიროდა, მაგრამ ლიანა არ გამოჩნდა" - იხსენებს ქალბატონი ზინა.
ლიანას დედა თბილისში ჩავიდა, საპატრიარქოს მიაკითხა და შვილის პოვნაში დახმარება სთხოვა. ასევე, ახალქალაქის მხარესაც გადავიდნენ ახლობლები, იქნებ იქით გადავიდაო, ბაკურიანშიც ეძებეს. სომხეთშიც წავიდნენ. ლიანა ვერ იპოვეს და დღემდე დაკარგულად ითვლება.
საბოლოოდ, შვილდაკარგული, ზინას დეიდა ვლადიკავკაზში დაბრუნდა. ერთადერთი ბიჭიღა დარჩა. ეს ბიჭიც 2002 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. ქ. ყარმადონში ზუსტად ღვთისმშობლობის წინა დღეს ზვავი ჩამოწვა, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ლიანას ძმა და ზინას ბიძაშვილები. ,,მას შემდეგ დეიდაჩემმა კიდევ ორი წელი იცოცხლა და ვლადიკავკაზში დამარხეს,"- ამბობს ზინა. სოფელ ღვთისმშობელში კი 90-იანი წლების შემდეგ თითქმის აღარავინ დაუკრძალავთ.
ზინა საქართველოში 1993 წელს დაბრუნდა. 6-თვიანი ბრძოლის შემდეგ, ორთუბანში სახლი დაიბრუნა. ქართველი ახლობლების დახმარებით, არაფორმალებმა სახლი დაცალეს:
,,ხან სად მეძინა, ხან - სად. ვინ აღარ შევაწუხე. რაკი ერთი დავბრუნდი ორთუბანში, წასვლა აღარ მინდოდა. შევარდნაძემ გამოაცხადა, რომ ყველა დაბრუნდით თქვენს სახლებში. მე და ჩემი ახლობელი წამოვედით. ჩემ რძალს ვუთხარი, მე ორჯონიკიძეში დამბრუნებელი აღარ ვარ-მეთქი. როგორც იქნა დაცალა სახლი იმ კაცმა. შემოვედი ცარიელ სახლში და კედლებს დავუწყე კოცნა, აღარასდროს მიგატოვებთ-მეთქი." - გვითხრა ზინამ.
იმ 90-იან წლებში, ვლადიკავკაზში მისმა შვილმა ცოლი მოიყვანა. რძალიც წარმოშობით საქართველოდანაა.
,,ორივემ დაჰკრა ფეხი და ორთუბანში ჩამოვიდა. ერთი წელი თითქმის აქ გაატარეს. უკვე მშვიდობიანობის პერიოდი იყო, მაგრამ მაინც გაჭირვებული ცხოვრება იყო, გზა აქ არ იყო, აღარაფერი. ისევ ვლადიკავკაზში წავიდნენ ჩემი შვილი და რძალი. ეხლა შვილიშვილები გაიზარდნენ. ყოველ ზაფხულს აქ უნდათ ჩამოსვლა. ზინა ბაბოსთან წავიდეთ, საქართველოში, ზინა ბაბოსთან წავიდეთო. წელს ვერ ჩამოვიდნენ, კორონავირუსის გამო, გამოკეტილები არიან. მომავალ წლამდე ვეღარ ჩამოვლენ." - გვიყვება ზინა სანაკოევი.
გუჯარულას ხეობიდან უკან დაბრუნებისას ზინას გზად ვლადიკავკაზიდან დამ დაურეკა:
,,- წახვედი? - ისმის ყურმილიდან.
- ვიყავით, ახლა იქიდან მოვდივართ?
- მერე, რა ხდება, იტირე?
- როგორ არ ვიტირებდი - საფლავზე იმდენი ტყემალია ამოსული, ქვები წაქცეული - გული მომიკვდა, არც ჩვენი სახლი, არც ბაყაანთ სახლი - აღარაფერი დარჩა.
- არც ვაშლები და არც კაკლები?
- რაღა ვაშლები და კაკლები, სახლის საძირკვლებიც აღარ არის..."

ამავე კატეგორიაში
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები