რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
28 სექტემბერი: ქვეყანაში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევაა - არც ერთი შიდა ქართლში
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა კვლავ აჭარას უკავშირდება.

გარდაიცვალა 3 პაციენტი. მათგან ორი აჭარაში, ერთი კი თბილისში მკურნალობდა.

"გუშინ გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი არის აჭარაში, 65 და 70 წლის მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი და მეორეს ინსულტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისშიც გარდაიცვალა ერთი ქალბატონი, 57 წლის, რომელსაც ჰქონდა ასევე თანხმლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული სინდრომი, პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა", - განაცხადა ენდელაძემ.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 148-ით გაიზარდა და 2054-ს შეადგენს. კარატინის რეჟიმშია 5650 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

"დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში სულ დარეგისტრირებულია კოვიდ ინფიცირების 5552 შემთხვევა. გუშინდელი მონაცემებით დადასტურდა 298 ახალი შემთხვევა. წინა დღეს იყო 294, ეს მნიშვნელოვანი მატება არ გახლავთ. გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 2054-ია. თითქმის 3500-მდე პაციენტიდან ამჟამად კრიტიკულად ითვლება 25 პაციენტი, მათგან 22 მართვით სუნთქვაზეა. რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას, ეს დიდი რაოდენობა არ არის, თუმცა, ეს მონაცემები საათების მიხედვით იცვლება. რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია-კვლავ აჭარაშია 72 % ახალი დადასტურებული შემთხვევების, რაც გულისხმობს 175 ახალ ინფიცირებულს. შემდეგ ადგილზეა იმერეთი- 9%-ით, ეს არის 38 ახალი შემთხვევა, თბილისში მხოლოდ 7%-ია, 32 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გურიაში 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამეგრელო ზემო-სვანეთში -14, სამცხე-ჯავახეთში -11, ქვემო ქართლში 7 და კახეთში -4." - განაცხადა ენდელაძემ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.