რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
მარტოხელა პავლე გოგიჩაშვილის გასაჭირი - ატოცი
54 წლის პავლე გოგიჩაიშვილს ჯერ სოციალური დახმარება
მოუხსნეს, შემდეგ კი, განმეორებითი შემოწმების დროს, შედარებით მაღალი
ქულები მოუვიდა და დახმარებაც შემცირებული სახით დაენიშნა. მარტოხელა
პავლეს ხერხემლის პრობლემების გამო გადაადგილება უჭირს და სასწრაფოდ
ოპერაცია ესაჭიროება.
"შემოსავალი არ მაქვს 50 ლარი მაქვს დახმარება. ვერ დავდივარ, ყველაფერი მტკივა, ოპერაციაზე მინდა ჩასვლა და ვერ ჩავდივარ. შეიძლება არ დამაფინანსონ და ტყუილად ხომ ვერ ჩავალ? ხერხემლიდან მაქვს წანაზარდები. სამი მალა უნდა ამომაჭრან, რომ გავლა შევძლო. 3000 ლარამდე ჯდება ოპერაცია და მითხრეს, 2 წელიწადში თუ არ გაიკეთებ, მერე შეიძლება მაგიდაზე დარჩე ან ეტლში ჩაჯდეო."
ოპერაციის ხარჯის 70%-ს სახელმწიფო უფინანსებს, მაგრამ დარჩენილ 30% და ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო თანხას, თავს ვერ უყრის. ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით რამდენჯერმე უკვე მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
"მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ შედეგი არ ჰქონია. ჯერ ეს ორმოცდაათი ლარიც მოხსნილი მქონდა. 20 წელია რაც ეს ავადმყოფობა მაქვს, მაგრამ ერთი 5 წელია ჩავარდნილი ვარ. მაშინ კიდე გავდიოდი ან მინდორში ან მეზობელს ვეხმარებოდი და ახლა უკვე აღარ შემიძლია."
გოგიჩაშვილი 2016 წლის მაისში სოციალური აგენტების ვიზიტს იხსენებს:
"მომიხსნენს სოციალური დახმარება და ოქტომბერში მომცეს ისევ. ოღონდ ოთხი თვის პენსი რომ უნდა მოეცათ, ერთი თვის მომცეს. რომ ვკითხე მიზეზი, ასე მიპასუხეს კანონშია ასეო. მეც რა მექნა? წამოვედი. ადრე 60 ლარს ვიღებდი დახმარებას ახლა 50 ს მაძლევენ. აგენტები შესამოწმებლად რომ მოვიდნენ, მითხრეს, კარგი ოთახი გაქვს, ,,ლინენიუმი'' გიგიაო, ექვსი კვადრატია ოთახიო, ამხელა ეზო გაქვსო. ეს იყო მიზეზი "
პავლე გოგიჩაიშილი ახლა ხოლოდ მეზობლების იმედად ცხოვრობს და ამბობს, რომ მათ გარეშე შიმშილით დაიღუპებოდა
"სახლში მაღლა ვეღარც ავდივარ დღეს ან ხვალ შეიძლება თავზე დამეცეს. არაფერი შიგ არ არის, შედით და ნახეთ. ერთი ეს პატარა ოთახია, სადაც ვცხოვრობ და აქაც ორი საწოლი მიდგას, მეტი არაფერი. მეზობელი თუ მოვა და გადმომიტანს ერთი ორ კილო კარტოფილს და პურს მაღაზიიდან. მე ვერაფერს ვაკეთებ. ეს მიწა რომ დავამუშაო, ამაშიც მეზობლები უნდა დამეხმარონ. მოთოხვნაზეც და მოტანაზეც სხვა უნდა მომეხმაროს, მე ვერაფერს ვაკეთებ საერთოდ. აგერ მაღაზიაა 100-150 მეტრში და რომ ამოვდივარ, ერთი 3 საათი მჭირდება. მერე რომ ვიღლები კისერში მირტყავს და მთიშავს. კიდევ კარგი ტელეფონი მაქვს და შემიძლია ვინმეს დავურეკო საშველად."
უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ პავლეს ერთადერთი რაც გააჩნია, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებაა, თუმცა ამასაც ადგილობრივი ხელისუფლება თავის სასარგებლოდ სთხოვს.
"რა ვქნა ჩემი საშველი არსაიდან არის. მაგათ არაფერი შეღავათი არ გაუწევია ჩემთვის. ახლა მეუბნებიან ხმა მოგვეცით, ხმა მოგვეცითო. რა ხმა უნდა მივცე? დახმარების სათხოვნელად, რომ ჩავედი ქარელში მაშინ მომიხსნეს სოციალური და ახლა კიდე რომ ჩავიდე მეშინია კიდე არ მომიხსნან."

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები