რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში ,,იავნანას" კლინიკას ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ 5 პაციენტმა მიმართა
გორში, ინტოქსიკაციის ნიშნებით, ბავშვთა კლინიკას, ბოლო 24 საათის
განმავლობაში, კიდევ 5-მა მოქალაქემ მიმართა. ბოლო ორი დღის
განმავლობაში, ბავშვთა საავადმყოფოში სამედიცინო შემოწმება 53-მა
პაციენტმა გაიარა.
ამის შესახებ კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ ისაუბრა. მისი თქმით, სერიოზული გართულებები არც ერთ მოზარდს აღენიშნება.
"53 პაციენტთაგან ნაწილს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გაეწერა ბინაზე, ნაწილი კი, "იავნანა"-ს პედიატრიულ განყოფილებაში გადის მკურნალობას. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტების დიდი ნაწილი შემოსულია კომბინატის დასახლებიდან, ასევე, არიან მოზარდები ქალაქის სხვა უბნებიდან და მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაც. ამ დროისთვის, კლინიკის სტაციონარში ბაქტერიული გასტროენტერიტის დიაგნოზით, 26 პაციენტი რჩება. არცერთ მათგანთან არ დაფიქსირებულა დამატებითი გართულებები. ყველა პაციენტის შემთხვევაში მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო სიმძმისაა", - განაცხადა ლია ლაზარაძემ.
qartli.ge წერდა, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში გორში, კომბინატის დასახლებაში მოზარდთა მასობრივი ინტოქსიკაციის ნიშნები გაჩნდა. მოსწავლეებმა სკოლებში სიარული შეწყვიტეს. ინტოქსიკაციის მიზეზით გორის მე-7 საჯარო სკოლაში 229 მოსწავლე არ გამოცხადდა, ხოლო იმავე უბანში მდებარე მეათე სკოლაში - 28 მოსწავლე.
მოსახლეობის შეფასებით, ბავშვები სასმელი წყლისგან მოიწამლნენ, თუმცა წყლის სისუფთავეზე პასუხისმგებლობა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ აიღო და განაცხადა, რომ სასმელ წყალს მიკროეპიდაფეთქებასთან საერთო არაფერი აქვს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიაში შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სასმელი წყალი ნორმებს აკმაყოფილებს. წყლის სინჯები აიღო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც. სურსათის ეროვნულის სააგენტო შედეგებს 7 ოქტომბრამდე გამოაქვეყნებს.

ამავე კატეგორიაში

განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.

რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია

კასპის ელექტროაპარატის ქარხნის შენობაში

განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები