რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
სოფელ ახალუბანში ,,ევროპული საქართველოს წევრებს თავს დაესხნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში ევროპული საქართველოს
წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ეთერ ჯალაღანიას თქმით, კარდაკარის
დროს, მანდილოსნებს ხელით შეეხნენ.
,,დავინახეთ, რომ ჩვენს პლაკატებზე ხოჯევანიშვილის პლაკატები იყო გადაკრული და შევეცადეთ მის დაფიქსირებას. შორიახლოს გარკვეული პირები ქეიფოდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს. არ გვაძლევდნენ ფაქტის დაფიქსირების საშუალებას, ტელეფონსაც გვართმევდნენ. გვაქვს გარკვეული კადრები. იძულებულნი გავხდით გავრიდებოდით სიტუაციას, თან ჩვენს გუნდში გოგონებიც იყვნენ." - ამბობს ეთერ ჯალაღანია.
,,დამარტყა ერთ-ერთმა ადამიანმა. სულ ყველანი წამოიშალნენ. ვფიქრობ, რომ დარიგებულნი იყვნენ, გაფრთხილებულნი იყვნენ და დაავლეს ქვებს ხელი და გამოგვეკიდნენ. სულ რამდენიმე წუთის ჩავლილი იყო პოლიცია. ვყვიროდით, სად არის პოლიცია. სხვებიც ყვიროდნენ, ქალები, კაცები. "- ამბობს ეთერ ჯალაღანია.
ამის შემდეგ, გააგრძელეს კარდაკარი, უკვე სოფელ მეჯვრისხევში მანქანა აედევნა. იჯდა პიროვნება, რომელიც ჩვენს მოძრაობას აკვირდებოდა" - დასძენს ეთერ ჯალაღანია.
ახალუბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ,,ქართული ოცნების" შტაბში გააკეთეს. შტაბის უფროსის, მიხეილ გოგინაშვილის თქმით, ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები ადგილობრივებს იარაღით დაემუქრნენ.
საიდან აქვს ეს ინფორმაცია ,,ქართული ოცნების" შტაბში, ამაზე მიხეილ გოგინაშვილი კომენტარს არ აკეთებს.
,,ეს ფაქტი იყო ევროპული საქართველოს მიერ ინიცირებული. ახალუბანში მათ ქართული ოცნების პლაკატების ჩამოხევა და საკუთარი პლაკატების გაკვრა სცადეს. რაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გააპროტესტეს. შედეგად ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენელი ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა ადგილობრივს" - აცხადებს მიხეილ გოგინაშვილი.
იგი პოლიციას გამოძიების ჩატარებისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები