რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
თამარ ყიფიანი - თვითნასწავლი მხატვარი სოფელ ზღუდერიდან
ძამას ხეობაში, სოფელ ზღუდერში 16 წლის თვითნასწავლი
მხატვარი თამარ ყიფიანი ცხოვრობს. ის ხატვის საოცარი ნიჭით არის
დაჯილდოებული. ქმნის პორტრეტებს რეალიზმის სტილში და, როგორც თავად
ამბობს, ადამიანებს ნახატებში აცოცხლებს. ხატვა ადრეულ ასაკში დაიწყო.
არც კი ასხსოვს. როდის გაჩნდა მისი პირველი ნამუშევარი.
„სახლის კედლებზე სულ ჩემი ნახატები იყო. გამოდის, რომ პატარა ასაკიდან ვხატავ, არც მახსოვს ,როდის დავიწყე. ბავშვობაში ერთ-ერთ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც ვნახე სხვა კონკურსატის ნახატი რეალიზმის სტილში სწორედ მაშინ დავისახე მიზნად, რომ მეც შევძლებდი ასეთი ნახატების ხატვას, მაგრამ შემდეგ მხოლოდ რეალიზმი აღარ იყო ჩემი ინტერესის საგანი და დავიწყე ემოციების ხატვა. რასაც ვგრძნობდი იმას გადმოვცემდი რითაც დიდ სიამოვნებას ვგრძნობდი. თითქოს ვიცლებოდი შინაგანად.“
თამარი ახლა ეროვნული გამოცდებისათვის ემზადება. სურს, ფსიქოლოგი გახდეს. ხატვისთვის დრო იშვიათად რჩება, თუმცა როდესაც მუზა მოეძალება, შეუძლია 8 საათი განუწყვეტლივ ხატოს.
„მინდა ადამიანის ფსიქოლოგია შევისწავლო, ყოველთვის გამოვიცნო, რას ფიქრობს, რა გრძნობა აქვს. ახლა ძალაინ დაკავებული ვარ, მასწავლებლების გამო. ვემზადები და ამიტომ ვეღარ ვახერხებ ხშირად ხატვას, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რომ ღამის ორ საათზეც ავმდგარვარ და დამიხატავს. 8 საათიც მიხატია განუწყვეტლივ, რაც არ მღლის. ვერც ცგრძნო.ბ ისე გადის დრო. გამოფენა მქონდა ორჯერ. ერთი იყო თბილისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, სადაც პირველი ადგილი ავიღე. ვცდილობ ნახატები არ გავყიდო. ისიც მიჭირს, რომ ვინმეს ვაჩუქო, თუნდაც ძალიან ახლობელს.“ - ამბობს თამარი.
მისთვის მნიშვნელოვანია პორტრეტის რეალურობა, ამიტომ თვალებით ხატვით იწყებს, რათა საკუთარი სამყარო გადმოსცეს, ყველაზე ბოლოს კი ფერებს ხატავს, რითაც ნამუშევარს, უფრო მეტად, რეალურს ხდის..
„ნახატში ბოლო წერტილი არის თეთრი შტრიხები, როდესაც პორტრეტს ემოციას ვაძლევ. თუ ეს შტრიხები კარგად დავსვი, აუცილებლად იმ გრძნობას ვაწვდი მნახველს, რაც მინდა, რომ გადმოვცე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, გადმოვცე, რასაც ვგრძნობ, რაც შემდგომ აისახება ნახატზე და აუცილებლად იგრძნობს მაყურებელი იმას, რაც მე ვიგრძენი. ვამბობ ხოლმე, რომ თუ კარგად გამოვიდა ნახატი, მე ის გავაცოცხლე. აქ რა პორტრეტებიც არის, თითქმის ყველას ასეთი სახელწოდება აქვს, რომ ისინი გაცოცხლდენ და მათ შორის არის ლიკა ქავჟარაძის პორტრეტი. მინდოდა, ამ ნახატის ფერადი ვარიანტი შემექმნა. ძალიან მიყვარს ეს მსახიობი, ვფიქრობ, ამ პორტრეტით გავაცოცხლე ლიკა.“
ცდილობს ადამიანებთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდეს, რადგან თითოეული მათგანი მისი ინსპირაციის წყარო ხდება, თუმცა ავტოპორტრეტის ხატვა განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს.
„ვიმახსოვრებ მათ ემოციებს, ნაკვთებს და თუ მომეწონა გადმომაქვს ფურცელზე. ზოგს ისეთი შთამაგონებელი მანერა აქვს, რომ ხშირად ვიმეორებ სხვადასხვა ნახატში. ხშირად ჩემს თვალებს და ხასიათს ვხატავ. ადამიანი უნდა გყავდეს კარგად შესწავლილი და ზუსტად ის ემოცია დაიჭირო, რაც არის ნახატში. ამიტომ ჩემს თავს როცა ვხატავ, სრული სიზუსტით გადმოვცემ ჩემს შინაგან ემოციებს და ნახატიც გამოდის.“ - გვიყვება თამარი.
მომავალი გამოცდების გამო ხშირად ქარელში უწევს ყოფნა, თუმცა მისთვის სოფელი ზღუდერი ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობს და გული წყდება, რომ სხვა სოფლების მსგავსად მისი მშობლიური კუთხე ახალგაზრდებისაგან ნელნელა იცლება.
„რთულია ბავშებისთვის აქ ცხოვრება, რადგან არ ჰყავთ თანატოლები, თუმცა ახლა პოპულარულიც გახდა ეს ადგილი, რადგან ბევრი ტურია ძამას ხეობაში და მეც მიხარია, რომ ვხედავ სოფლის წარმატებას. ზაფხულობით დამსვენებლებიც ჩამოდიან. საღამოობით ვიკრიბებით და ვთამაშობთ. აი ისეთ თამაშებს, 90 იანებში, ჩვენი მშობლები რომ თამაშობდნენ. ძალიან სახალისოა“
მიუხედავად იმისა, რომ თამარს პროფესია უკვე არჩეული აქვს, ამბობს, რომ მომავალს მაინც არ გეგმავს.
„მომავალში მინდა ისეთი ადამიანი ვიყო, ვინც სხვებისთვის სიყვარულს მოიტანს და როცა გავახსენდები, გაეღიმებათ, ან რამე მსგავსი. არ მინდა, რომ ვინმეს ცუდად დავამახსოვრდე. ჩემთვის მთავარია, კარგი ფსიქოლოგი ვიყო და ბევრს დავეხმარო.
ზოგადად ყველას ის სურვილი აქვს, რომ წარმატებული კარიერა ჰქონდეს. მსგავსი ოცნება არასოდეს მქონია. ყოველ დღეს ველოდები და იმ დღით ვცხოვრობ. არ განვსაზღვრავ იმ დღით, რა იქნება, როგორი ვიქნები. მხოლოდ ამ მომენტით ვცხოვრობ, არ ვგეგმავ.“
სევდიანი ნახატების გამო ხშირად აკრიტიკებენ, რაც არ მოსწონს და უნდა მის შემოქმედებას ისეთი ადამიანები აზიაროს ვისგანაც მხოლოდ დადებით შეფასებას მოისმენს.
„ ხშირად ცუდ კომენტარებს მიწერენ ხოლმე ასე მეუბნებიან რომ სევდიანი ნახატები დღეს უფუჭებენ. მაგრამ არიან ისეთებიც ვინც მეფერებიან და წარმატებებს მისურვებენ. სევდას უფრო სხვანაირად ღრმად აღვიქვამ. ჩემთვის მნიშვნელოვანია სევდა, შემოქმედებითად განმაწყობს. ამ ემოციით ვიკვებები. „

ამავე კატეგორიაში
საუბარი ეხება იმ ტერიტორიას, სადაც ერთი წლის წინ, ჰიპერმარკეტების ქსელის,
პროკურორ ანა ცაგურიას განმარტებით, ქალმა და ბავშვებმა თავი შეაფარეს
ბოსელს და ელოდებოდნენ კაცის თანხმობას
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით,
ახალი სისტემით, პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ირჩევდა.
ავთანდილ ტიტვინიძე 29 ნოემბერს დააკავეს. სტუდია ,,მონიტორის''
კადრებში ჩანს, რომ
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები