რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,ვინც ჩემზე კარგად ცხოვრობს, დახმარებას ის იღებს" - ელენე ქოსიაშვილი ფლავიდან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში 66 წლის ელენე ქოსიაშვილი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. მარტოხელა პენსიონერს სოციალური დახმარება, მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, მოუხსნეს და, ახლა, მხოლოდ მეზობლების იმედად ცხოვრობს.

„სოციალურ დახმარებას ვიღებდი და შემიჩერეს. მარტო პენსიაზე დავრჩი. ერთი 8 თვე იქნება, რაც აღარ ვიღებ. რატომ შემიჩერეს, მიზეზი არ მითხრეს. სხვები იღებენ ჩემზე კარგადაც რომ ცხოვრობენ და ძროხებიც რომ ჰყავთ და მე შემიჩერეს, ცოდო არ ვარ?“ - ამბობს ელენე ქოსიაშვილი.

წელს გასათბობად შეშა მეზობლებმა უყიდეს:

„შემიგროვეს ფული და ისე ვიყიდე შეშა. რა ვქნა, რა გავაკეთო აბა. მოსავალიც იმდენი არაფერი მაქვს. ბაღებს ვერ ვუვლი, არ შემიძლია ვეღარ დავდივარ. მიგდია ეგრე ბაღები. ცოტა რაღაცას მოვიყვან კარებზე, მწვანილს ლობიოს და ეგ არის. მეტი არაფერი. სოციალურ სამსახურში აღარ წავედი არ შემეძლო ჩასვლა. სულ წამლების ქვეშ ვარ და მაგასაც ხან მეზობლები მყიდულობენ, ხან ჩემი დისშვილი. პურისფულად არ მყოფნის პენსია. ხო არ ვიშიმშილებ? რა საჭმელები არ მინდა?“

66-წლის ქალი საცხოვრებლად შენობის ყველაზე პატარა და ბნელ ოთახს იყენებს, სადაც წვიმის წყალი შედარებით ნაკლებად ჩამოდის.

„სახლი ომიანობის დროს ჩამომიმტვრიეს და ჩამომინგრიეს. მას შემდეგ ეგრეა, წყალი ჩამომდის სახლში. არავინ მომეხმარა ან შიფერით ეცათ პატივი, ან რამე. მარტო პენსიონერმა რა გავაკეთო. კარგი იქნება თუ ხელახლა დამინიშნავენ სოციალურ დახმარებას.“

მძიმე მდგომარეობაში მარტოდ დარჩენილი მოხუცი წუხს, რომ არც აგვისტოს ომის შემდეგ გაახსენდა არავის. ერთადერთი მარჩენალი, მსხვილფეხა საქონელიც იმ ზამთარს დაეხოცა.

„ომის დროს დამხმარებია ვინმე? საერთოდ არავის დახმარებიან. სახლები იბომბებოდა გვერდით მეზობელი დაიღუპა. რუსი სამხედროები ღობიდან ღობეზე ხტებოდნენ და ისე ეძებდნენ მოსახლეობას სახლებში და ბაღებში. ორი კვირა ვიმალებოდი ბოსელში. სანამ არ ჩაწყნარდა ყველაფერი არ გამოვედი. ან სად უნდა წავსულიყავი. ომის შემდეგ ძროხაც მომიკვდა. ბოსელში შესცივდათ. სამი სული საქონელი დამეხოცა. ახლა რა გავაკეთო?. მომეხმარებით რამეს?'' - გვითხრა ელენე ქოსიაშვილმა.

მერის წარმომადგენელი ზაზა კორინთელი ამბობს, რომ ამ ქალბატონის შესახებ, ინფორმაციას ფლობს: ,,პანდემიის დროს საკვები მივართვით წამლებიც მივართვით. რაც შეეხება სახლს სადაც ის ცხოვრობ, ომის დროს ბევრს დაუზიანდა სახლი და ეტაპობრივად ყველას ვეხმარებით. ასე გაჭირვებული ბევრია და რამდეს აუვალთ. ნელნელა ყველას დავეხმარებით. წყლის პრობლემაც მოვუგვარეთ მაგ ქალბატონს და კანალიზაციაც გავუწმინდეთ. არასოდეს დაუჩივლია ჩვენთან, რომ სახურავის პრობლემა ჰქონდა. წითელი ჯვრის დახმარებები როცა არის, სულ ვეხმარებით. იმ წითელ ჯვარს ხომ სიებს ჩვენ ვაძლევთ." - ამბობს მერის წარმომადგენელი. სოცდახმარების შეწყვეტის მიზეზები კი მისთვის უცნობია.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.