რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის 10 საჯარო სკოლაში კორონავირუსით პედაგოგები დაინფიცირდნენ
გორის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლაში კორონავირუსი პედაგოგებს დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის საგანმართლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, დაინფიცირებულები არიან როგორც ქალაქის, ასევე, სოფლის სკოლების პედაგოგები. კორონავირუსი დაუდასტურდათ სვენეთში, ხელთუბანში, თორტიზაში, რეხაში, შინდისში, წითელუბანში, შავშვებში,გორის მეოთხე და მეცხრე სკოლებში.

ნანა ტერმაკოზაშვილის განმარტებით, დისტანციური სწავლების რეჟიმში იმუშავებს გორის მეექვსე სკოლა, დანარჩენი სკოლებში გადაწყვეტილებას სიტუაციის მიხედვით, მიიღებენ.

დღეს გამოვლენილი 1 943 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში – 506, იმერეთში – 324, ქვემო ქართლში – 46, შიდა ქართლში- 100, გურიაში – 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 200, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში – 39, სამცხე-ჯავახეთში – ოთხი, ასევე, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ოთხი, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 501.

"ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 501. 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 092, აჭარაში – 699. მძიმე პაციენტი გვყავს 589, მათ შორის, თბილისში – 299, აჭარაში – 90. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 281 პირი – მათ შორის თბილისში – 163, აჭარაში – 77. 2 264 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 074 – აჭარაში, ხოლო 846 – თბილისში. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 080 პირი, მათ შორის თბილისში – 621, აჭარაში-1 412.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 833 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა", – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.