რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის სახალხო რეცეპტარი ტრიფონ გამსახურდია - რეპრესიებიდან აღიარებამდე
,,მახსოვს ერთი ასეთი შემთხვევა. აფთიაქში მივედი ძია ტრიფონთან. მან
თბილად მიმიღო, ჩვეულებრივი გულისხმიერებით და ძალიან სწრაფად
დამიმზადა საჭირო მალამო და მოხმარების წესიც განმიმარტა. ამ დროს,
გორის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან მამამ ჩამოიყვანა პატარა შვილი,
რომელსაც, რომ იტყვიან, მაღალი სიცხისგან ალმური ასდიოდა. მამას ხელში
ეჭირა ძალაგამოცლილი შვილი და დაჟინებით მოითხოვდა რაღაც წამალს.
ძია ტროფონმა სწრაფად გაიხადა თეთრი ხალათი, ბავშვი თითქმის გამოსტაცა მამას, მიიხუტა მკერდზე და დიდი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ. გაოცებულ მამას კი მიაძახა: ,,სასწრაფოდ მომყევი, ამ ბავშვს ექიმი სჭირდებაო"".
,,მეც გავყევი უკან. ძია ტრიფონმა სწრაფი და საოცრად დიდი ნაბიჯებით გადაკვეთა ცენტრალური მოედანი და ბავშვთა საავადმყოფოსკენ აიღო გეზი. ბავშვის მამა ქლოშინით მისდევდა, მაგრამ ვერ ეწეოდა (აქვე ვიტყვი, რომ ძია ტრიფონი იშვიათად სარგებლობდა ავტომანქანით)." - წერს თავის მოგონებებში მეზობელი ნანა ამბოკაძე.
,,კაცი ლეგენდა" - ასე შეაფასა მწერალმა ვახტანგ ჭანკოტაძემ ტრიფონ გამსახურდიას პიროვნება, რომელიც გორში, ცენტრალურ აფთიაქში 60 წელზე მეტ ხანს იმუშავა. მის წიგნში უამრავი მოგონებაა, რომელიც 1937 წელს რეპრესირებულ, თუმცა სიკვდილგადარჩენილ მკურნალს ეხება.
ტრიფონ გამსახურდია 1938 წელს დააპატიმრეს და ციხეში 2 წელიწადნახევარი დაჰყო. 1940 წელს ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს და ოფიციალურ ცნობაში აღნიშნულია, რომ წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
2020 წელს მისი ძეგლი ცენტრალური აფთიაქის წინ დაიდგმება. გორის მერიამ მაკეტის შექმნაზე ტენდერი ხელმეორედ გამოაცხადა.
ტრიფონ გამსახურდიას და მისი ოჯახისათვის ცხოვრების ყველაზე უფრო ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომის ეტაპი 1924 წლიდან იწყება, როდესაც გორში გადმოვიდა საცხოვრებლად.
,, გორის, ე.წ. ძველი აფთიაქის რეცეპტარი, კასპის რაიონის სოფ. წითელქალაქის აფთიაქის გამგე, პროფკავშირის სამაზრო გამგეობის თავმჯდომარე, საოლქო გამგეობის თავმჯდომარე, რაიონული პროფსაბჭოს გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი, გორის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე, გორის რაიონის სოფ. ტყვიავის აფთიაქის გამგე, ქ. გორის პირველ აფთიაქში რეცეპტარ-კონტროლიორი და ა.შ."" - აღნიშნავს ვახტანგ ჭანკოტაძე.
აფთიაქში, რომელიც მანამდე წერეთლის ქუჩაზე იყო გახსნილი, იმუშავა ტრიფონ გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო წუთებამდე.
არჩეული იყო ქ. გორის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, ასევე გორის რაიონული საბჭოს აღმასკომის პრეზიდიუმის წევრად.
გორის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ მუშაობის პერიოდში, მისი თაოსნობით და უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო და ამუშავდა ქალაქის ტუბდისპანსერი, რომელიც აღიჭურვა, იმდროისთვის საუკეთესო, რენტგენის, ფიზიოთერაპიის კაბინეტებით და ბიოქიმიის ლაბორატორიით.
ფოტოზე: ადგილი სადაც ტრიფონ გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება
,,მისი ხელმძღვანელობით ქ. გორის სამედიცინო სამსახური იმდენად მაღალ დონეზე იდგა, რომ ხშირად აქ სხვა რაიონებიდანაც მოჰყავდათ ავადმყოფები სამკურნალოდ. მართალია, თვითონ ტრიფონ გამსახურდია თითქმის მუდამ აფთიაქში მუშაობდა, მაგრამ ექიმ-სპეციალისტების სიმცირის გამო, სამედიცინო დახმარებასაც უწევდა აფთიაქში მედიკამენტებისათვის მისულ ადამიანებს და სრულიად უანგაროდ. უფრო მეტიც _ პაციენტებს ასწავლიდა ამა თუ იმ მედიკამენტის მიღების წესს და რეჟიმს, ეფერებოდა და ღიმილით აცილებდა."" - წერია 1990 წელს გამოცემულ კიდევ ერთ წიგნში, ,,ტრიფონ გამსახურდია", რომლის ავტორები არიან(ი. აივაზიშვილი, ე. კაპანაძე, თ. ჩლაიძე.
კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში (მაშინდელ წითელქალაქში) მოღვაწეობის დროს გამოიყო შენობა და მოეწყო კლუბი.
ახალქალაქში ჩამოყალიბდა დასი, იდგმებოდა თეატრალური წარმოდგენები, ეწყობოდა კონცერტები.
ტრიფონ გამსახურდიას ინიციატივით სოფელ ახალქალაქში ჩამოყალიბდა ფეხბურთელთა გუნდიც, სადაც თამაშობდა ცენტრალურ მცველად.
ტრიფონ გამსახურდია საქართველოს სსრ მთავრობამ დააჯილდოვა შრომის წითელი დროშის ორდენით, საიუბილეო მედლით და, ასევე: შრომის ვეტერანის, საკავშირო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და საკავშირო მედმუშაკთა პროფკავშირის ,,დამკვრელის"", ,,ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსნის"" სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.
მისი სიკვდილის შემდეგ, გორში მდებარე სახლის კედელზე (სტალინის გამზ. 24), სადაც ბოლო, თითქმის 35 წელი იცხოვრა, ტრიფონ გამსახურდიას მემორიალური დაფაა გაკრული. იგი არჩეული იყო სოფელ ტყვიავისა და ქ. გორის საპატიო მოქალაქედ. გორში და ტყვიავში ზეიმით აღნიშნეს მისი ოქროსა და ბრილიანტის ქორწილების ისტორიული თარიღები.

ფოტოზე: 1940 წლის დოკუმენტი, რომლითაც ტრიფონ
გამსახურდია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ფოტოზე: ქალაქის ყოფილი აფთიაქის შენობა
ტრიფონ გამსახურდიას ინიციატივით სოფელ ახალქალაქში ჩამოყალიბდა ფეხბურთელთა გუნდიც, სადაც თამაშობდა ცენტრალურ მცველად.
ტრიფონ გამსახურდია საქართველოს სსრ მთავრობამ დააჯილდოვა შრომის წითელი დროშის ორდენით, საიუბილეო მედლით და, ასევე: შრომის ვეტერანის, საკავშირო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და საკავშირო მედმუშაკთა პროფკავშირის ,,დამკვრელის"", ,,ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსნის"" სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.
მისი სიკვდილის შემდეგ, გორში მდებარე სახლის კედელზე (სტალინის გამზ. 24), სადაც ბოლო, თითქმის 35 წელი იცხოვრა, ტრიფონ გამსახურდიას მემორიალური დაფაა გაკრული. იგი არჩეული იყო სოფელ ტყვიავისა და ქ. გორის საპატიო მოქალაქედ. გორში და ტყვიავში ზეიმით აღნიშნეს მისი ოქროსა და ბრილიანტის ქორწილების ისტორიული თარიღები.
ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები