რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში ახალი ავტობუსები მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე იმოძრავებს
გორის მერია ახალ ავტობუსებს 12 ნოემბრიდან ჩაიბარებს და ეს პროცესი
იანვრამდე ეტაპობრივად განხორციელდება. 30 მუნიციპალური ტრანსპორტი
მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე იმოძრავებს.
მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი უკვე შეადგინა და დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგინა. დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ ტრანსპორტის სააგენტოს გადაეცემა.
,,გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ტრანსპორტი გადმოგვეცემა 12 ნოემბრიდან. პირველ ეტაპზე მივიღებთ 6 ავტობუსს, დანარჩენს - ეტაპობრივად იანვრამდე. ეს ისეთი ავტობუსებია, რომლებიც მხოლოდ ქალაქში იმოძრავებს. მათ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა ჩვენს სააგენტო დაეკისრება" - გვითხრეს ტრანსპორტის სააგენტოში.
ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBღD) მხარდაჭერით იყიდეს. ,,აქამდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ არსებობდა, მოსახლეობას საშუალება ექნება კომფორტული ტრანსპორტითა და ხარისხიანი მომსახურებით ისარგებლოს." - აღნიშნავენ მერიაში.
რაც შეეხება სოფლებს, აქ სამგზავრო ტრანსპორტით უზრუნველყოფა კვლავ კერძო კომპანიების მეშვეობით განხორციელდება. ოღონდ, განრიგი და ფასები, ასევე, ტრანსპორტის სახეობა მერიასთან შეთანხმდება.

ამავე კატეგორიაში

განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.

რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია

კასპის ელექტროაპარატის ქარხნის შენობაში

განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები