რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
გორელმა ბოდიბილდერმა თბილისის ღია ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
1 ნოემბერს, თბილისის ღია ჩემპიონატი ჩატარდა ბოდიბილდინგსა და ფიტნესში. ჩემპიონატზე მენსფიზიკის კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა გორელმა სპორტსმენმა ივერი კორინთელმა. შეჯიბრზე მან პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ღონისძიება საქართველოს ბოდიბილდინგის და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით „მუშთაიდის ბაღში“ გაიმართა.

შეჯიბრებაში როგორც ვაჟები, ისე ქალები იღებდნენ მონაწილეობას. 

აღნიშნულ სპორტის სახეობაში მსგავსი შედეგი აქამდე არც ერთ გორელ სპორტსმენს არ ქონია. ივერი კორინთელის ეს უკვე მეორე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მანამდე მან აგვისტოში საქართველოს ღია ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა.

ივერო კორინთელს სპონსორი არ ჰყავს და ორივე შეჯიბრისთვის საკუთარის სახსრებით მოემზადა, რაც ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.

.,სულ რაღაც ოთხი წელია რაც ვარჯიში დავიწყე, კონკრეტულად ამ სპორტში კი ორი წელია რაც აქტიურად ვარ ჩართული. მიხარია რომ თავდაუზოგავი შრომა დამიფასდა. მადლობა ჩემს გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის და გამხნევებისთვის. ვეცდები ყოველთვის გავამართლო მათი იმედები,“-გვითხრა ივერი კორინთელმა.

სპორტსმენი ამჟამად საქართველოს ჩემპიონატსთვის და საერთაშორისო ტურნირებისვის იწყებს მზადებას, რომელიც 2021 წელს ჩატარდება.



იხ. ამავე თემაზე: გორელმა ბოდიბილდერმა საქართველოს ღია ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სკვერის მშენებლობა 2024 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო სამუშაოები
2024 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო.

სკვერის მშენებლობა 2024 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო სამუშაოები 2024 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო.

15:20 / 02.10.2024
,,აღმოჩენილია  20 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის სამასალე
მერქანი და 31 კუბური მეტრი ფიცარი.
,,აღმოჩენილია  20 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 31 კუბური მეტრი ფიცარი.
11:56 / 02.10.2024
მე-11 სკოლას დემონტაჟი 4 წლის წინ ჩაუტარდა და ახლი შენობის
მე-11 სკოლას დემონტაჟი 4 წლის წინ ჩაუტარდა და ახლი შენობის
12:06 / 01.10.2024
ჯამში 68 000 ლარი დაიხარჯება. ტუმბოები კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით
შესაბამის ჭაბურღილებზე დამონტაჟდება.
ჯამში 68 000 ლარი დაიხარჯება. ტუმბოები კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით შესაბამის ჭაბურღილებზე დამონტაჟდება.
12:02 / 01.10.2024
კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაერთიანებული
სამეფოს საგარეო,
კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო,
13:26 / 30.09.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.