რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ხაშურთან მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გოგო აწამეს - დაკავებულია 4 ქალი
გორის სასამართლო იხილავს სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ხაშურის სიახლოვეს, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ფაქტს ეხება.

გამოძიების ვერსიით, 2020 წლის გაზაფხულზე, 4-მა ქალმა სასტუმროს ერთ-ერთ ოთახში მეგობარი გოგო გამოკეტა იმ მოტივით, რომ ურთიერთობა იმ მამაკაცთან დაამყარა, რომელიც ერთ-ერთი მათგანის შეყვარებული იყო.

ჯგუფის წევრებმა, გამოძიების ვერსიით, გოგოს დასჯა გადაწყვიტეს. მათ ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ გადაუღეს ფოტოები დამამცირებელ გარემოებაში და გაუგზავნეს მამაკაცს.

დაკავებულებს შორისაა სასტუმროს მენეჯერიც, რომელმაც გოგოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მას ასევე ბრალი წაუყენეს იმაში, რომ სასტუმრო გამოიყენა პროსტიტუციის მიზნით.

დაკავებულებს შორისაა სასტუმროს თანამშრომელი, რომელმაც პოლიციას დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.

4 დაკავებულთაგანს ორ მათგანს ბრალი ჯგუფურად წამების მუხლით წაუყენეს, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პირველი პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით.

მესამე ქალს ბრალი 3 მუხლით წაუყენეს, ეს არის ცემა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა.

მეოთხე ქალი კი დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ელოდება მსჯავრს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.