რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კახა კოჟორიძე: ხაშურის მერი მოვიდა, ჭამა, წავიდა...
თანმდებობიდან ხაშურის მერის გადადგომის შესახებ კომენტარს კახა კოჟორიძე აკეთებს, რომელიც ხაშური-ქარელის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

მისი თქმით, სოფლებში წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მუნიციპალიტეტის მერის შესახებ, ყოველთვის უარყოფით მოსზრებებს ისმენდა. მისი თქმით, ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუმცა განმარტავს, რომ არ უყვარს წაქცეულზე წიხლის მიყოლება. 

კახა კოჟორის თქმით, გურასპაშვილი შეიცვლება სხვა გვარით, მაგრამ სისტემა არ შეიცვლება.

1. ხაშურის მერს საარჩევნო კამპანიის დასაწყისშივე უთხრეს, რომ თუ ოცნების კანდიდატი ვერ გაიმარჯვებდა პირველივე ტურში, მას მოუწევდა თანამდებობიდან წასვლა. ეს ინფორმაცია თავიდანვე გავრცელდა ხაშურში.
2. ალბათ ამით აიხსნება, რომ გურასპაშვილი ბოლომდე ჩაერთო ყველა იმ კანონდარვევაში, რასაც ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ აკეთებდა. მე პირადად მივაწოდე ინფორმაცია მედიას, რომ ხაშურის მერი სუსის წარმომადგენლებთან ერთად ახდენდა ზეწოლას ჩემს მხარდამჭერებზე. ასევე ჩართული იყო ამომრჩეველთა მოსყიდვაში, ამის შესახებაც ვისაუბრეთ.
3. ყველა სოფელში, სადაც წინასაარჩევნოდ მივდიოდი, ხალხი ლანძღავდა ხაშურის მერს, როგორც კორუპმირებულს და არაფრის გამკეთებელს. კორუფციის ნიშნების გამო მე პირადად შევიტანე პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება.
4. დაიჭერენ მას? არა, რადგან ეს რომ გააკეთონ გურასპაშვილს დასაკარგი აღარ ექნება და მოყვება ფაქტებს იმ დანაშაულებრივი სისტემის შესახებ, რომლის ნაწილიც თავად იყო, ეს კი ოცნებას არ აწყობს.
5. ეს არის ბიძინას მართვის სტილი: გასვრის ადამიანს, გააკეთებინებს ყველა სიბინძურეს და მერე მოისვრის. გასვრილი ადამიანი კი ხმასაც ვერ იღებს. პირიქით, გურასპაშვილივით ირწმუნება, რომ არაფერი მომხდარა და ისევ ოცნების რიგებში რჩება...
6. შედეგი იგივეა: ისევ საწყალი ხალხი იჭყლიტება: მერი მოვიდა, ჭამა, წავიდა... რა ქონებაც იშოვნა, შერჩება. ხალხი კი დარჩა მშიერი და პრობლემები მოუგვარებელი.
7. და ბოლოს, მთავარი პრობლემა არის ბიძინას დანაშაულებრივი მართვის სტილი, რომლის ფორმულაა: ,,გასვარე და იბატონე!“ ივანიშვილისთვის პრობლემა არ არის კორუმპრებული ჩინოვნიკი, პირიქით: პატიოსანი და კვალიფიციური კადრია ამ მახინჯ სისტემაში მისი პრობლემა, ხოლო დისკრედიტირებული ადამიანი პოლიტიკური მანევრების საშუალებას აძლევს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.