რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ახალგორელი ქირურგი კორონავირუსით ცხინვალი-თბილისის გზაზე გარდაიცვალა
ცხინვალი-თბილისის გზაზე, ახალგორელი ქირურგი, 68-წლის ონისე გათენაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყაშვილი ავრცელებს.

ის, ონისე გათენაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, ორი დღის წინაც წერდა. თამარ მეარაყიშვილის თქმით, ქირურგის ოჯახი თბილისში გადაყვანას ითხოვდა, თუმცა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც ქირურგის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

,,ექიმი, რომელზეც გუშინ ვწერდი, გზაში გარდაიცვალა, ცხინვალი - თბილისის გზაზე. რა უნდოდა იქ? ასე მოგვისაჯეს 14 თვის წინ 62 კმ. 4 მთა უნდა გადავიაროთ, საშინელი ხვეულები, რომ ჩავიდეთ ცხინვალში. იქ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დავარწმუნოთ, რომ არ ვსიმულიანტობთ ინსულტს მაგალითად." - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.

"ვირუსის დადასტურების შემდეგ, მალევე დამძიმდა, სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. გადაიყვანეს ცხინვალში და შემდეგ წითელი ჯვრის მეშვეობით აქეთ (თბილისისკენ) გადმოგვყავდა და გზაში ორჯერ გაუჩერდა გული. სასწრაფო რეანიმაციული ღონისძიებები მაშინვე ჩაუტარეს, მაგრამ ვეღარ უშველეს. აქ, წეროვანში გვყავს დასვენებული. აქვე დავკრძალავთ. დედაჩემი დაბაშია, გვინდა, რომ გადმოვიდეს, მაგრამ რამდენად მოხერხდება ჯერ არ ვიცი. გვინდოდა მამა უფრო ადრე გადმოგვეყვანა, მაგრამ ვერ მოხერხდა. რაღაც საბუთების მოწესრიგებას დრო უნდოდა. ვიდრე მოაწესრიგეს, სანამ ერთმანეთს დაუკავშირდნენ ეს ყველაფერი დროსთან იყო დაკავშირებული." - უთხრა ონისე გათენაშვილის შვილმა, მაკა გათენაშვილმა რადიო ,,თავისუფლებას".

რაც შეეხება ახალგორში არსებულ სიტუაციას, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშილი აღწერს იმ ვითარებას, რაც ,,წნელისის კრიზისის" შემდეგ დადგა ახალგორში და მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო იქ ჩარჩენილი ადამიანები. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა 2019 წლის სექტემბრიდან, ყველა გამშვები პუნქტი ჩაკეტა და მოქალაქეებს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გასვლა აუკრძალა, იმ დრომდე, ვიდრე წნელისი-ჩორჩანას ტერიტორიაზე განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს.

,,ერთადერთი ძალა ჩვენ ვართ. ოჯახებმა უნდა იყოჩაღონ და მიმართონ ყველაზე რადიკალურ ზომებს, რომ ცოცხალი მოხვდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც მათ სურთ. უნდა ვიყოჩაღოთ ყველამ, ვიდრე ჩვენი ახლობლების და ჩვენი ჯერი დადგება. უნდა ვაიძულოთ ბიბილოვი, ქაღალდების "მოწესრიგება" ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა დააყენოს.'' - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.