რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ლიახვის ხეობელები პანდემიის პირობებში
მათი სახლი უშველებელ
დასახლებაში გამორჩეულია. გამორჩეულია იმიტომ, რომ არ ჰგავს
დანარჩენებს. ეზოსა და კარ-მიდამოს იგივე იერსახე აქვს შენარჩუნებული,
როგორც ეს 12 წლის წინ, აქ შემოსახლების დროს,
ჰქონდა.
წეროვნის დევნილთა დასახლებაში ყველამ რაღაც შემატა კოტეჯებს, ოთახები, სათავსოები, ბეტონის ღობეები, ზოგმაც საკუთარი სახსრებით ახალი კოტეჯიც ააშენა.
მაგრამ ნანა და ანანო კახნიაშვილების კოტეჯს ეს ცვლილება თითქმის არ ეტყობა. დედა-შვილი მარტო ცხოვრობს. ნანა ჟურნალში მუშაობს, რომლის სახელწოდებაა ,,ლიახვის ხეობა"". 2008 წლის აგვისტოს ომამდე, გაზეთის სახით გამოდიოდა.
ფაქტობრივად, ნანა ამ ჟურნალის ფუძემდებელია. პირველივე დღეებიდან მუშაობს რედაქციაში. ქურთის მუნიციპალიტეტმა დააარსა და დღემდე გამგეობა აფინანსებს.
,,ნანა ჟურნალი არ გამოვიდა?" - იკითხა ჩვენი თანდასწრებით ერთ-ერთმა მცხოვრებმა. ,,მაქვს სახლში რამდენიმე და მოგაწვდით" - უპასუხა ნანამ.
,,მიკროავტობუსში რომ ავდივარ, იქაც სულ მეუბნებიან. ჟურნალი არ გამოვიდა? ჟურნალი არ გამოვიდა?" - გვეუბნება ნანა.
ის, დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილებისთვის, ყველასთვის ნაცნობია. სულ ჩქარობს. ცდილობს, რომ ყველაფერი მოასწროს.
პანდემიის პერიოდში სახლში ჩაიკეტა. 11-წლის ასაკის შვილთან ერთად, ცდილობს საზოგადოებასთან კონტაქტი მინიმალურად შეინარჩუნოს. მომარაგებული აქვს სადეზინფექციო ხსნარი. მუდმივად აკონტროლებს შემსვლელსა და გამსვლელს.
,,ძალიან დამზაფრა ამ პანდემიამ." - ამბობს ნანა, - ,,ვცდილობ, მივიღო ახალი ინფორმაცია ამ ვირუსის შესახებ. ვუყურებ ტელევიზორს, ვეცნობი ახალ ამბებს და მთელი დღეც ამაში გადის. ისე ღამდება, ჩემ საქმესაც ვერ ვასწრებ."
სახლში ჩაკეტილობას, დედაზე მეტად, 11 წლის შვილი განიცდის. იმდენად გახანძრლივდა სახლში ყოფნის დრო, რომ მოსწავლემ წერილიც კი დაწერა. ეს წერილი კი ჟურნალ ,,ლიახვის ხეობაში" გამოქვეყნდა.
,,გაზაფხულის პანდემიის გამო შეშინებული, მთელი ზაფხული ვნატრობდი, ნეტა, სკოლა სექტემბერში მაინც დაიწყოს - მეთქი. არდადეგები დიდხანს გაგრძელდა, რაც თავიდან გვიხაროდა ბავშვებსაც და ალბათ მასწავლებლებსაც. მერე კი სახლში ჩაკეტილობა მოგვბეზრდა და სწავლის გაგრძელებას ვნატრობდით. გაზაფხულზე რამდენჯერაც სკოლის წინ გავიარე, აღარც ზარის ხმა მომესმა. აღარც ბავშვების ჟივილ-ხივილი, აღარც მასწავლებლის ძახილი, აღარც ბურთის ტყორცნის ხმა, აღარც ჩანთაკიდებული ბავშვები დავინახე. თითქოს ტიროდა ჩვენი ძვირფასი სკოლა. ნეტავ რატომ მიმატოვეს იმ გოგო-ბიჭებმა, ჩვენთან რომ იზრდებოდნენო?"" - ასეთია მოკლე შინაარსი იმ წერილისა, რომელიც ანანომ დაწერა.
ნანა კვლავ პანდემიაზე ფიქრობს. ,,მთელ წეროვანს მოდებული აქვს ვირუსი" - ამბობს და ფანჯრისკენ იყურება.
ნანასთან საუბრის დროს, მთავარი თემა ყოველთვის ლიახვის ხეობაა.
,, ჩვენს ცხოვრებაში ისეთი მოულოდნელი რამ მოხდა, რომ შეუძლებელია, არ მისტიროდე იმ ხეობას, იმ სოფლებს, სადაც დაიბადე, გაიზარდე. ზღაპრული მხარეო, რომ იტყვიან, სწორედ ჩემი ხეობა იყო. ეს იყო საოცარი, ულამაზესი...." - ამბობს ნანა.
ანანომ უკვე ბევრი რამ იცის იმ მხარის შესახებ, სადაც მისი დედა ცხოვრობდა:
,,წეროვანში მაგალითად ქარი რომ ამოვარდება, მერე დაიწყებს და აღარ გაჩერდება. მეუბნება დედა ყოველთვის, რომ იქ არ იცოდა ქარი. ასევე, მეუბნება, რომ ლამაზი ბუნება იყო. აქეთ-იქით ყვავილები; ისე ბევრი ყვავილი იყო, რომ ამბობდა კიდეც ნანა ბავშვობაში, რომ რა უნდა ამ ყვავილებს აქ და ნეტავ მოისპოსო. იცოდა თოვლი, რომელიც წეროვანში ალბათ ამ 11 წლის მანძილზე სულ 4-ჯერ იყო. 4-ჯერ იყო თოვლი, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ნანა მიყვება, რომ მათთან იყო. ასევე მიყვება, რომ არ გუნდაობენ ჩვენთან ბავშვები. არ კეთდება თოვლის პაპა. ამ თაობამ დაკარგა ისეთი სურვილი, რომ თოვლის მოვიდეს. თითქოსდა უფრო ჩაიკეტა ადამიანი. აღარაფერი უნდა. სულ დადარდიანებულია."" - ეს სიტყვები ანანომ უკვე ჩვენთან ინტერვიუში თქვა.

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები