რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ერგნეთის მიწებზე ტრაქტორები სამუშაოდ ვერ შეყავთ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში მიწის ნაკვეთებს ხელით ამუშავებენ.

საგაზაფხულო სამუშაოები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში ტრაქტორების გარეშე მიმდინარეობს.

შიდა ქართლის საინფორმციო ცენტრის ჟურნალისტები მოსახლეობას, სწორედ, მიწის ნაკვეთებში მუშაობის დროს, გაესაუბრნენ.

ერგნეთის მკვიდრი კაკო კასრაძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას ამბობს, რომ სოფლის ნაკვეთებში ტრაქტორებს ვერ ამუშავებენ.

,,თხუთმეტი წლის დაუმუშავებელ ნაკვეთს ვბარავ იმიტომ, რომ ტრაქტორები არაა სოფელში. არ შემოჰყავთ. ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს რომ ვართ, ეშინიათ.“ - ამბობს კაკო კასრაძე.

„ისეთი ბაღი იყო ეს, რომ ამ ნაკვეთში 3 ტონა ხილი მომყავდა“ - იხსენებს კიდევ ერთი ადგილობრივი ვახტანგ კასრაძე.

,,ადრე ჩვენი ტექნიკა გვქონდა, მაგრამ ზოგი მოიპარეს, ზოგი დაიწვა. გვიჭირს. თავიდან ვიწყებთ ყველაფერს.“ - გვეუბნება ვახტანგ კასრაძე.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის ბაღებში ხეხილის ბაღები თითქმის აღარაა. მაცხოვრებელთა ნაწილი ვაშლისა და მსხლის დარჩენილ ძირებს მიწიდან იღებს.

„ამ ნაკვეთში ტანკებმა, ჯერ კიდევ ომის დროს, იმოძრავა. მსხლები, ვაშლები წაქცეულები იყო. გადმოვიდა ტანკი, მოატრიალა ლულა და სულ ძირს დაყარა ვაშლები, რა უნდოდა არ ვიცი“ - ამბობს კაკო კასრაძე.

 


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.