რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გამგებლის მოადგილეების ხელფასები 700 ლარით გაიზარდა
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის ხელფასი 1300 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო მეორე მოადგილის ხელფასი - 1250 ლარიდან 1900 ლარამდე.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს.

საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მომზადებული პროექტი დღის წესრიგში უკვე შეიტანეს.

2016 წლის 12 თებერვალს ძველი დადგენილება გაუქმდა და ახალი დანართიც დამტკიცდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ერთმანეთს 2015 წლის 28 აგვისტოს დადგენილება და ამჟამინდელი მონაცემები შეადარა.

ხელფასების მატებაა სამსახურების უფროსების, განყოფილების უფროსებისა და სპეციალისტების ანაზღაურებაშიც, ოღონდ, არ იმ პროცენტით, რამდენსაც პირველი მოადგილეები აიღებენ.

მაგალითად, სამსახურის უფროსის სახელფასი განაკვეთი 1000 ლარიდან 1400 ლარამდე იზრდება.

განყოფილების უფროსის ხელფასი 800 ლარიდან 1000 ლარამდე.
მთავარი სპეციალისტის ხელფასი - 560 ლარიდან 700 ლარამდე.
წამყვანი სპეციალისტის ხელფასი - 520 ლარიდან 650 ლარამდე.
უფროსი სპეციალისტის ხელფასი - 470 ლარიდან 630 ლარამდე.
სპეციალისტის ხელფასო - 430 ლარიდან 630 ლარამდე.

გამგებლის წარმომადგენლის ხელფასი 810 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.