რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
კასპის მერიის დაფინანსებით იბეჭდება წიგნი ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის წერილების შესახებ
კასპის მერიის დაფინანსებით იბეჭდება წიგნი ივანე ჯავახიშვილისა და
ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის წერილების შესახებ.
ამისათვის მერიის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხა გამოიყო. წიგნი ივნისის ბოლოს იქნება მზად.
ელექტრონული ვერსია უკვე მზადაა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოამზადა. შესავალ ნაწილში ვკითხულობთ:
,,სახელგანთქმულმა ქართველმა მეცნიერმა, საზოგადო მოღვაწემ, პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელმა ივანე ჯავახიშვილმა 1906 წელს იქორწინა ანასტასია ნიკოლოზის ასულ ჯამბაკურ-ორბელიანზე (1884-1969). ანასტასია ცნობილი ქართველი დიდგვაროვანი
შტოს წარმომადგენელი გახლდათ, მისი პაპა ვახტანგ ორბელიანი ერეკლე მეორის ქალიშვილის, თეკლეს ვაჟი იყო. ანასტასია, საუცხოო განათლებასთან ერთად, მუსიკალური ნიჭითაც გამოირჩეოდა. გათხოვების შემდეგ ანასტასიამ უარი თქვა სამუსიკო კარიერაზე და მთელი ცხოვრება ოჯახის
მოვლას, სახელოვანი მეუღლისთვის სამეცნიერო-საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ხელშეწყობასა და შვილების აღზრდას მიუძღვნა.'' - აღნიშნულია წიგნში.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, წიგნით ივანე ჯავახიშვილს გავიცნობთ როგორც ოჯახის წევრს, როგორც მეუღლეს და როგორც მამას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის - ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის პირად არქივებზე. ნაშრომის კონსულტანტია ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი თარხუჯ ჯავახიშვილი.
გთავაზობთ ერთ-ერთ წერილს, რომელმაც პეტერბურგში ყოფნისას ივანე ჯავახიშვილმა ანასტაციას 1906 წელს გამოუგზავნა:
1906. IX. 25. პეტერბურგიდან თბილისს.
ჩემო თვალისჩინო, ჩემო მერცხალო სტაზიაჯან!
ნეტა კი ეხლა შენი მშვენიერი, ლამაზი თვალები და ხელები დამაკოცნინა ისე, როგორც ყოველთვის გაკოცებდი ხოლმე!... როგორა ხარ ჩემო ძვირფასო, ჩემო გულის მეგობარო? შენი ფიქრი მაქვს, გაუფრთხილდი, არ გაცივდე, რომ უფროარ გაგიძნელდეს.
ეხლა რომ მანდ მამყოფინა, თავს შემოგევლებოდი, მოგივლიდი, როგორც პატარა ბაღანას: გახსოვს, შენ ამბობდი ხოლმე: ,,მე ფეხები და ხელები ყოველთვის ცივი მაქვსო"".. მე გაგითბობდი კოცნით, მე გაგითბობდი ჩემის სიყვარულით: შენა ხარ ჩემი იმედი, ჩემი გამამხნევებელი!..
ნეტა ღირსი ვიყო შენი სიყვარულისა! შენ გენაცვალოს შენი ვანო. მარტო ის ფიქრიც-კი, რომ მე შენი, სტაზიასი ვარ, ჩემ მშვენიერ ჟუჟუნა თვალებიან სტაზიასი, მარტო ეს ფიქრიც ბედნიერებას მაგრძნობინებს ხოლმე; მე ვერ წარმომიდგენია ის ნეტარება და სიტკბოება, როცა მე შენი ვიქნები საბოლოვოდ, სამუდამოდ და შენ ჩემი, ჩემი!.. შენ გენაცვალოს ვანო!..
შენი ჭირიმე სტაზიაჯან, შენ ისე ანებივრებ შენს ვანოს: მე უკვე სამი წერილი მივიღე, მოუთმენლად ველი ყოველდღე, თითქოს ყოველდღე წერილების წერა შეიძლებოდეს! თვითოეული შენი წერილი მახარებს ხოლმე: შენ ისე კარგად და ყოჩაღად ასრულებ შენს სიტყვას როგორც მე იმედი მქონდა და მოველოდი კიდეც; ყოჩაღად იყავ ჩემო კარგო, შენ თავს გაუფრთხილდი, თორემ შენს ვანოს აუტანელ ტანჯვასა და მწუხარებას აგრძნობინებ. მეც ყოჩაღადა ვარ. ჯერ კიდევ ვერ მოვეწყვე: მოსამსახურე ვერ მიშოვნია, მაგრამ ხვალ გამოირკვევა საქმე. ამის გამო ხეირიანად ვერ ვმუშაობ ჯერჯერობით.
ამ დღეებში ,,საქართველოს ეკონომიურ ისტორიის"" მეოთხე და მეხუთე თავს გამოვგზავნი. – მე ძალიან მოხარული ვარ რომ სკრიპკას უკრავ; იცი, ჩემო მერცხალო, ნუ დაანებებ მუსიკას, ნურც როდის! თუ დაანებე მაშინ შენც სხვებს დაემსგავსები, რომელნიც უკრავენ, უკრავენ და ბოლოს მიატოვებენ ხოლმე. მე ხომ არ გეუბნები კონცერტები გამართე მეთქი, არა; მე მინდა მხოლოდ, რომ ამ მშვენიერ ხელოვნებას თავი არ დაანებო. მე ვერ შევძელ მუსიკის დამთავრება, მე ბედნიერი ვარ, რომ შენ, ჩემი თვალის ჩინი, ჩემი საყვარელი სტაზია ამ ზეციურ ხელოვნებას ემსახურება, თითქოს მე ვემსახურებოდე, იმიტომ რომ მე და შენ განუყრელნი ვართ, ერთ არსებას წარმოვადგენთ: ძლიერი მხურვალე სიყვარული და გულითადი მეგობრობა გვაკავშირებს ჩვენ! მე ბედნიერი ვარ, როცა შენ უკრავ ხოლმე იმიტომ, რომ რასაც უნდა უკრავდე შენ, მე ვიცი, რომ სიყვარული, ჩვენი მხურვალე სიყვარული მოისმის ხოლმე. მე სულ იმის ფიქრში ვარ თუ როდის მეყოლები აქ; სულ ვოცნებობ, სულ მომავალ ნეტარების გონებაში ვარ.
როცა მოვიგონებ ხოლმე იმ ნეტარების წამებს, რომელიც შენ ამ ზაფხულს მაგრძნობინე, აღარ მინდა ოცნებისაგან გამოვერკვე. გამაგიჟებელი საიდუმლოება სიყვარულისა!... ჩვენ ვიგრძნობთ მას: მე და ჩემი სტაზია, ჩემი მშვენიერი სტაზია, ჩემი. დაგკოცნი გაგიჟებით ისე, როგორც მე რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე,
თავით ფეხთამდე. მარად შენი ვანო.''

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები