რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ხელთუბანთან ახალგაზრდა ხეები მოჭრეს
დღეს დილით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანთან ახალგაზრდა ხეები მოჭრეს.

ამის ამსახველი ფოტომასალა შიდა ქართლის საინფფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა გადაიღეს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ხეები კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ მოთხოვნის საფუძველზე გაანადგურეს.

კომპანიის სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან განმარტავს, რომ ისედაც ამორტიზირებული ხეები მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს აზიანებდა.

„ადილობრივმა მუნიციპალიტეტმა, სატყეო საგენტოსთან ერთად, გასცა ნებართვა. როდესაც მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს ხეები ხელს უშლის, ასეთ დროს, სპეციალური უბნები იქმნება. ამ ეტაპზე უკანონო არაფერი ხდება. კომპანია კანონის ფარგლებში მოქმედებს და სპეციალური უბნის გარეთ არ ჭრის ხეებს.“ - გვითხრეს გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტიდან.

არც მუნიციპალიტეტს, არც გარემოს დაცვის ზედამხედვლობის სამსახურს, არც სატყეოს წარმომადგენლებს და არც კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ არ წარმოუდგენია ხეების ამორტიზირებულ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ მტკიცებულება.

უფრო მეტიც, ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ წერილს მუნიციპალიტეტის გამგეობა სამი თვის განვალობაში სწავლობდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში ფიქრობენ, რომ ალბათ ხეების გადაბელვა (ზედმეტი ტოტების ჩამოცილება) მიმდინარეობს.

ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენად შეუშლიდა ხელს გადაბელილი ხეები გადამცემ ხაზებს, ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ამაზე მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილ კომისიას ნამსჯელი ექნება.












Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.