რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ხაშურის მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემების საექსპლუატაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხასთან სარწყავი სისტემების საექსპლუატაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ საექსპუატაციო სამუშაოების ფარგლებში სოფელი ცხრამუხას ტერიტორიაზე ახორციელებს ტაშისკარის სარწყავი სისტემის ორი გამანაწილებლის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენით სამუშაოებს.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიაწოდა.

აღნიშნული გამანაწილებელი არხები ემსახურება 900 ჰეტქარი მიწის ფართობის ირიგაციას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლის მოსახლეობას - დაახლოებით 250 კომლს საშუალება ექნება 120 ჰექტარ მიწის ფართობზე აღადგინოს სასოფლო-სამურნეო საქმიანობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ განხორციელებულა. მიმდინარე სამუშაოები, რომლის ღირებულება 26 000 ლარია, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს დასრულდება.


შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შიდა ქართლში სამელიორაციო სისტემების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობის შესახებ.


2012 წელს შიდა ქართლის რეგიონში წყალუზრუნველყოფილი იყო 11 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი. უკანასკნელ 3 წელიწადში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 30 სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სამუშაოები ჩაუტარდა 380 კმ. საირიგაციო არხს. რის შედეგადაც რეგიონში წყალუზრუნველყოფილი სავარგულების ფართობი 18 700 ჰექტრამდე გაიზარდა.


დღეისათვის შიდა ქართლში მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 1 სარეაბილიტაციო პროექტი. მიმდინარე წლის განმავლობაში იგეგმება 12 გარდამავალი სარეაბილიტაციო პროექტის დაწყება.

 

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.