რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კასპში გამგებლის სათათბირო ორგანო შეიქმნა
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მუნიციპალიტეტის გამგებლის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს.

გამგებლის სათათბირო ორგანოში ადგილობრივი ბიზნესმენები, განათლების მუშაკები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გაწევრიანდნენ.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის გამგებლის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 86 -1 მუხლის შესაბამისად.

სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა საბჭოს წევრებს, მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე განხორციელებული და 2016 წელს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტული სამუშაოები გააცნო.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულების თანახმად, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს უშანგი მოსიაშვილი - სს „კასპიელექტროაპარატი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარე შეიმუშავებს საბჭოს სამუშაო გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს.

საბჭო უფლებამოსილია უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში საზოგადოების აქტიური მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის გამგებელს მიაწოდოს საბჭოს რეკომენდაციები და წინადადებები, განიხილოს ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.