რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ნიქოზის სტადიონი და რუსული კოროზია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონი გორის მერიამ 2023 წლის 11 დეკემბერს ჩაიბარა - 98 დღის დაგვიანებით.

ეს ის სტადიონია, სადაც 2023 წლის 23 სექტემბერს ბავშვს დენმა დაარტყა. 30 ნოემბერს კომპანია ,,ოპტიმალგრუპმა'' ექსპერტიზა დაასრულა და მასალები მერიას იმავე დღესვე გადასცა.

/შესწორება: თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ დენის დარტყმის ფაქტი ნოემბერში მოხდა, რაც ჩასწორდა./

ექსპერტიზის დასკვნით, შესრულებული სამუშაოები და წარმოდგენილი მასალები სრულად შეესაბამება სტანდარტებს. დასკვნაში არაფერი წერია ნათურებზე, საიდანაც, როგორც სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა გვითხრა, დენი გადავიდა ბოძზე.

ვისგან შეიძინეს ეს ნათურები, რამდენად ხარისხიანი იყო ის და ა.შ. - ეს მონაცემები დასკვნაში არაა წარმოდგენილი. ხარჯთაღრიცხვაში წერია, რომ კომპანიას 8 ცალი დიოდური ნათურები უნდა შეეძინა.


ახლა რაც შეეხება დენის დარტყმის ფაქტს, 24 სექტემბერს გორის მერის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ღვინიაშვილმა განაცხადა, რომ ობიექტი არ იყო დასრულებული, შესაბამისად, ბავშვები სტადიონზე უნებართვოდ შეაღწიესო.

თუმცა, ჩვენ მოვიპოვეთ წერილი, რომელიც დენის დარტყმიდან 3 დღით ადრე, 20 ნოემბერს დაიწერა.

20 ნოემბრის წერილს ხელს აწერს მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. ის ოპტიმალ გრუპს სწერს, რომ ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა დასრულებულია და რომ შესრულებული სამუშაოები განხორციელდა მერიის დაკვეთით.

კონკრეტულად, რა მიზნით გაიგზავნა ეს წერილი საზედამხედველო კომპანიაში, არ არის აღნიშნული. რატომ ჩათვალა მერმა, რომ სტადიონი დასრულებულია, ან რა საფუძველი იყო ამის თქმის, არც ეს ირკვევა ამ წერილით.

სტადიონის ექსპერტიზა ,,ოპტიმალ გრუპმა'' 30 ნოემბერს დაასრულა და ამავე დღეს ჩააბარა მერიას.



როგორც ქვემო ნიქოზში აცხადებენ, სტადიონი გაიხსნა ოთხი-ხუთი დღით ადრე, მაშინ, როდესაც გარეგანათება ჩართეს - 19-20 სექტემბერს. ბავშვს კი დენმა 23 სექტემბერს დაარტყა. მოზარდმა ხელი მოკიდა განათების ბოძს, სადაც ძაბვა გადადიოდა.

მერის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ღვინიაშვილმა კი სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტადიონზე ადგილი ჰქონდა ბავშვების უნებართვო შესვლას, რადგან სტადიონი არ იყო დასრულებული.

24 სექტემბერს ჩვენ დავუკავშირდით კომპანია ,,ბეპეს'' ხელმძღვანელს, ბესიკ ჩარგეიშვილს, რომელმაც განმარტა:

,,დღევანდელი შემოწმების შედეგად, მივედით იმ დასკვნამდე, რომ გარეგანათების ბოძზე დენი გადადიოდა ნათურიდან. ნათურა აღმოჩნდა უხარისხო. შეიკრა წრედი. წინაღობა რომ დიდი ჰქონოდა დენს, ასეთ შემთხვევაში სტადიონზე დენი ავტომატურად გამოირთვებოდა. ასეთი სისტემაა დამონტაჟებული, ზოგადად, სტადიონზე. თუ სადმე რაიმე წინაღობაა, ელექტროენერგია ავტომატურად ირთვება.'' - განმარტა 24 ნოემბერს კომპანიის წარმომადგენელმა. ორი კვირის შემდეგ, ჩვენ კვლავ დავუკავშირდით კომპანიის დირექტორს, რომელმაც განაცხადა, რომ არც ნათურის ბრალი ყოფილა დენის გადასვლა ბოძზე.

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ როდის მოხდა დენის მიწოდება სტადიონზე, 24 სექტემბერს კომპანიის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ დენი სტადიონზე ჩაირთო 5 დღის წინ - 19 სექტემბერს.

ნათურის ხარისხის შესახებ ოპტიმალ გრუპის დასკვნაში არაფერი წერია, სამაგიეროდ, ამ დასკვნით, ნორმას შეესაბამება სპილენძის სადენები, რომელიც ბოლოს 17 ნოემბერს შეიძინეს ,,საქკაბელისგან''. დასკვნის მიხედვით, შემოწმებულია დამიწება

კომპანიის მიერ მერიისათვის მიწოდებულ დოკუმენტებში წერია, რომ რკინის მასალა შეღებილია რუსეთიდან ჩამოტანილი საღებავით. ანტიკოროზიული მასალა ,,ამერხაიმ მეტალი'' შეძენილია მოსკოვში. იქვეა გაცემული სერტიფიკატი, რომ კოროზიისგან დამცავი საღებავი შეესაბამება სტანდარტებსს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.