რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
პურისა და ყვავილების მაღაზიის ქურდობაში ბრალდებული გაათავისუფლეს
30 წლის მამაკაცმა გვიან ღამით, წმინდაწყალზე, მეჯვრისხევის ბარაკებში
პურის მაღაზიაში შეაღწია.
პურის მაღაზიიდან წასვლის შემდეგ მამაკაცმა შინდისის გზატკეცილზე ყვავილების მაღაზიაში 70 ლარად შეფასებული მინა გატეხა.
მინის გატეხვიდან რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიცია მივიდა და დააკავეს.
პროკურატურის პირველი შუამდგომლობით ის ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ ვერ გაარკვია, პურის მაღაზიაში დაიკარგა თუ არა ფული, რაც შეეხება ყვავილების მაღაზიას, იქ დადგინდა, რომ ფული არ დაკარგულა.
აღნიშნული ფაქტი 2016 წლის 8 იანვარს შუაღამეს მოხდა.
დღეს, 18 მარტს, გორის სასამართლოს ახალმა მოსამართლემ პურისა და ყვავილების მაღაზიის ქურდობაში ბრალდებული დარბაზიდან გაათავისუფალა.
სასამართლო პროცესს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ესწრებოდა.
ბრალდებულის პატიმრობის შეცვლა პირობითი სასჯელით პროკურორმა ია მეფარიშვილმა მოითხოვა.
30 წლის მამაკაცი რომელსაც პროკურატურის მტკიცებით ყვავილების და პურის მაღაზიის გაქურდვაში ედება ბრალი, დღეს გორის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
ბრალდებულის დამცველი ვაჟა სუხიტაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, დანაშაულის ჩადენის დროს, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 8 იანვრის ღამეს ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს“ - ამბობს ვაჟა სუხიტაშვილი.
„ჩვენ მოვიძიეთ აღნიშნულ პიროვნებაზე ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, ახლობლები და ნათესავებიც დადებით პიროვნებად ახასიათებენ, ამიტომ გთხოვთ, ბატონო მოსამართლევ, რომ 177 მუხლის თანახმად გათვალისწინებული სასჯელი, 3 წლიანი პატიმრობა შეიცვალოს 4 წლით პირობითი სასჯელით“- ითხოვა პროკურორმა ია მეფარიშვილმა.
მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ამავე კატეგორიაში

განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.

რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია

კასპის ელექტროაპარატის ქარხნის შენობაში

განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები