რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გენერალი ბრიდლავი ხურვალეთში იმყოფებოდა
გენერალი ფილიპ მარკ ბრიდლავი დღეს ხურვალეთში, ადმინისტრაციულ
საზღვარზე იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ხაზი მოინახულა.
გენერალ ფილიპ მარკ ბრიდლავს შიდა ქართლში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ახლდნენ. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური სოფელ ხურვალეთში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
„მქონდა შესაძლებლობა, ვსტუმრებოდი თქვენს ადმინისტრაციულ საზღვარს. ჩემთან ერთად იყვნენ საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი და აშშ-ის ელჩი საქართველოში. იქ ვიხილე, თუ როგორ არის გაყოფილი თქვენი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა ორად. თქვენს ქვეყანას, თქვენს მამაც ქვეყანას უშუალოდ აქვს გამოცდილი რუსეთის მცდელობა, გააფართოვოს იძულებითი და კოროზიული გავლენა მის საზღვრებს მიღმა. ახლა კი, იგი ცდილობს, რომ აგრესიულად ითამაშოს მსოფლიო არენაზე. საბოლოო ჯამში, რუსეთის ინტერესია, შეცვალოს საერთაშორისო სისტემაში არსებული წესები და პრინციპები, დაანაწევროს თავისუფალი სამყარო და გამოწვევა შეუქმნას ჩვენს სიმტკიცეს“, - აღნიშნა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა.
დღესვე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს გენერალურ შტაბში ესტუმრა.
გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაურმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან. გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოდან დღეს გაემგზავრება.

ამავე კატეგორიაში

განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.

რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია

კასპის ელექტროაპარატის ქარხნის შენობაში

განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები