რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით მუქარის ზარები ხორციელდება
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, იოსებ ბაღათურია აღსრულების
ეროვნული ბიუროსა და აღმასრულებლების სახელით მუქარის შემცველი
ზარებისა და შეტყობინებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
,,ბოლო პერიოდის განმავლობაში, გახშირდა კერძო პირებისა თუ კომპანიების მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ან აღმასრულებლების სახელით მუქარის შემცველი ზარების ან მობილური შეტყობინებების გაგზავნა მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ გარკვეული სახის ფინანსური ვალდებულებები. მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ მსგავსი შინაარსის ქმედებები არ ხორციელდება ბიუროს მხრიდან, რომელსაც უკვე მეოთხე წელია აღსრულების პროცესისადმი სხვა, მხარეების მორიგებაზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს.
ეს ზარები, სამწუხაროდ, ხორციელდება კერძო პირებისა და ზოგიერთი კომპანიის მიერ, რა დროსაც, მეტი დამაჯერებლობისთვის, ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელის გამოყენება. თითოეულმა მოქალაქემ, რომლის მიმართ განხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით მუქარის შემცველი ზარები ან შეტყობინებები, უნდა მომართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს შიდა ინსპექტირების სამსახურს. ასეთი ქმედებების მიმართ აუცილებლად მოვახდენთ ადეკვატურ და დროულ რეაგირებას. აქვე, ყველას შევახსენებთ, რომ ამგვარი ქმედებებისა და მოქალაქეთა შევიწროებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციებიც.
იძულებითი აღსრულების ფარგლებში სხვის საკუთრებაში შესვლას, ქონების დაყადაღებას, აღწერას და სხვა იძულებით ღონისძიებებს აქვს თავისი ფორმები და ის რეგულირდება კანონით სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, სხვა პირს, სხვა სუბიექტს არ აქვს მსგავსი ქმედების განხორციელების უფლება. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, ბოლო სამნახევარი წლის განმავლობაში, არ განხორციელებულა მოქალაქის შემავიწროებელი არც ერთი ქმედება, პირიქით, ჩვენ მხარეთა მორიგებაზე ორიენტირებული უწყება გავხდით. ყველაზე რთული გამოსახლებებიც კი მხარეებთან კონსესუსის მიღწევის მცდელობისა და ადამიანის უფლებების დაცვის შედეგად განგვიხორციელებია. მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით მუქარანარევი ზარების ან შეტყობინებების მიღების შემთხვევაში, მოახდინონ აღსრულების ეროვნული ბიუროს სწორი და დროული ინფორმირება. ბიუროში მოქმედებს ცხელი ხაზი, ასევე შექმნილია სპეციალური ელექტრონული ფოსტა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მოხდეს თითოეული შემთხვევის შესახებ ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდება.“
ცხელი ხაზის ნომერია (032) 2 749 649 Mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

ამავე კატეგორიაში

განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.

რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია

კასპის ელექტროაპარატის ქარხნის შენობაში

განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები