რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კომპანია გამგეობას უჩივის - ხიდისთავის წყლის პროექტის დაწყება კვლავ ჭიანურდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება გვიანდება.

ამის მიზეზი ტენდერში მონაწილე კომპანიების დიდი რაოდენობა, მათი შეთავაზებული წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცედურების გავლა და, ბოლოს, დავების განხილვის საბჭოში შეტანილი საჩივარი გახდა.

კომპანია ,,ვერელი +"-ის საჩივარს საქართველოს შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 31 მარტს განიხილავენ. კომპანიის დირექტორი როინ მიხანაშვილი გამგეობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვით ტენდერიდან მოხსნეს.

აღნიშნულ კომპანიას 21 მარტს სატენდერო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენისთვის დისკვალიფიკაცია მიეცა.

ხიდისთავის სასმელი წყლის პროექტის თავდაპირველი ღირებულება დაახლოებით 1 მლნ 900 000 ლარი იყო.

ტენდერი 2016 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა და 2016 წლის 4 მარტს ჩატარდა.

შეჯიბრში მონაწილეობა 11-მა კომპანიამ მიიღო.

ყველაზე დაბალი ფასი კომპანია ,,ვერელი +-ის" წარმომადგენელმა შესთავაზა - 1 მლნ 484 998 ლარით.

ორ კვირიანი პროცედურების გავლის შემდეგ 2016 წლის 21 მარტს დისკვალიფიკაცია მიეცა.

ამის შემდეგ გამგეობის სატენდერო კომისიამ, რომელსაც გამგებლის პირველი მოადგილე გია წვერავა ხელმძღვანელობს, ჯერი კომპანია ,,შინაშხარაზე" შეაჩერა.

კომპანია ,,შინაშხარის" წარმომადგენლის მიერ შეთავაზებული ფასი ერთი ლარით მეტია კომპანია ,,ვერელი +"-ზე და 1 მლნ 484 999 ლარს შეადგენს.

გია წვერავამ ,,შინაშხარას" მისწერა, რომ 3-5 დღეში დეტალური ინფორმაცია, გამოცდილებისა თუ ფასების ცხრილის შესახებ, წარადგინოს.

ამასობაში მოვიდა შეტყობინება, რომ დავების საბჭოში ,,ვერელი +"- მა იჩივლა.

,,ჯერჯერობით საკითხის განხილვა გამგეობაში შეჩერებულია, რადგან დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია." - გვითხრა გია წვერავამ.

დავების განხილვის საბჭოს სხდომამდე კომპანია ,,შინაშხარამ" მოთხოვნილი დოკუმენტაცია მაინც წარადგინა.

ამ დოკუმენტების მიხედვით, სომხეთის დედაქალაქ ერევნაში დარეგისტირებული კომპანია სამუშაო გამოცდილებაში უთითებს, რომ ანალოგიური სახის პროექტები მესტიაში, ახალციხესა და ქარელში აქვს განხორციელებული.

ქარელში სასმელი წყლის პროექტი 2013 წლის დეკემბრიში დაასრულა. წყალი მოსახლეობას დღეში 10 საათი მიეწოდება.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მერი არხოშაშვილის თქმით, 2013 წლის სამუშაოები პირველ ეტაპს მოიცავდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლის ნოდარ როინიშვილის თქმით, ქარელში ,,შინაშხარას" მიერ შესრულებული სამუშაოები მხოლოდ ცენტრალური მილის ამოცვლას გულისხმობდა. ამჟამად, ქარელში რეზერვუარების რებილიტაცია მიმდინარეობს და, შესაბამისად, ამ სამუშაოების დამთავრების შემდეგ მოხდება ქარელის 24 საათიანი მომარაგება წყლით.

რაც შეეხება ხიდისთავს, კომპანია ,,შინაშხარა", გამარჯვების შემთხვევაში, ირწმუნება, რომ სამუშაოებს ხელშეკრულების დადებიდან 6 თვეში დაამთავრებს. კერძოდ, გამოცვლის როგორც კილომეტრზე მეტ მანძილზე მილს, რეაბილიტაციას გაუკეთებს რეზერვუარებს. სხვა სამუშაოები გრაფიკში მითითებული არა აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ დავების გადაწყვეტა აპრილის ბოლომდე დასრულდა, მაისიდან 6 თვიანი პერიოდი ნოემბრამდე სრულდება.



იხ. ამავე თემაზე:

გამგებლის მომხრე დეპუტატები ქვახვრელი-ატენი-ხიდისთავის მილიონიან პროექტებს აპროტესტებენ

,,რა დროს ხელფასების მატებაა, ჩემ სოფელში ხალხი წყლით მოიწამლა"

,,გუბერნატორო, გვიშველე" - საკრებულოს სხდომაზე გამგეობის ანგარიში ჩააგდეს
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.