რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კონტროლის პალატის რეკომენდაცია და ოქრუაშვილის იდეა ერთმანეთს ემთხვევა
საქართველოს სახელმწიფო კონტროლის პალატის ანგარიშის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტმა, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული მიწების გრძელვადიანი იჯარების ნაცვლად, უმჯობესია, მათი პრივატიზაცია მოახდინოს.

ამის შესახებ იმ დოკუმენტშია საუბარი, რომელიც ერთი თვის წინ კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადგილობრივ არასამთავრობოებს, ჟურნალისტებს და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს გააცნეს.

კერძოდ, აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 176 მიწის ნაკვეთიდან, განუკარგავია 42 ერთეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლებიც ძირითადად ქ. გორის ცენტრში მდებარეობს. ვიზუალური დათვალიერებით, ნაწილი დაკავებული აქვთ არაუფლებამოსილ პირებს კომერციული საქმიანობისათვის, თუმცა მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის შესაბამის საფასურს არ იხდიან.

,,არსებობს მაღალი ალბათობა, რომ მუნიციპალიტეტი, ეყრდნობა რა მხოლოდ მიწის იჯარის ნორმატიულ ფასს, არ ითვალისწინებს ობიექტის შესაძლო საბაზრო ღირებულებას და ქონების პირდაპირი განკარგვის წესის გამოყენებით, გამორიცხავს მიწისა და შენობა-ნაგებობების აუქციონით განკარგვის შესაბამისად მისაღები სავარაუდოდ მაღალი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას." - წერია აუდიტის დასკვნაში., რაც იმას გულისხმობს, რომ თუკი 2012-2013 წლებში გორის გამგეობა მიწებს არა თუ პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით, არამედ აუქციონზე გასაყიდად გაიტანდა, ადგილობრივი ბიუჯეტი უფრო მეტ შემოსავალს მიიღებდა.

როგორც წესი, იჯარის ყოველთვიური თანხა 200-300 ლარამდე მერყეობს, პრივატიზაციის შემთხვევაში კი, გასაყიდი საწყისი ფასი 10-ჯერ და 100-ჯერ მეტია.

კონტროლის პალატის დასკვნის შემდეგ, 2015 წელს, გორის მერიამ აქუციონზე 60-მდე ტერიტორია გასაყიდად გაამზადა. რაც შეეხება უკვე იჯარით გაცემულ მიწებს, მათი დიდი რაოდენობა თვითმმართველობამ უკან დაიბრუნა და მოსარგებლეებთან ხელშეკრულებები გააუქმა.

ამიტომ. ერთი თვის შემდეგ, ქალაქ გორის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ილია მეტრეველი, რამდენიმე მრჩევლიდან ერთ-ერთის რჩევით, საკრებულოს მიმართავს ინიციატივით, რომ მერიამ უკვე იჯარით გაცემული მიწების პრივატიზება მოახდინოს.

განმარტებით ბარათში, რომელიც მრჩეველმა მოამზადა, წერია, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტი, რომელიც ქალაქის ეკონომიკურ საქმიანობას უფრო მეტად სიცოცხლისუნარიანს გახდის, საკრებულოს განკარგულების პროექტით, მუნიცეპალიტეტის მიერ, იჯარით გაცემული ყველა ქონება, აუქციონის წესით, გაიყიდება.

,,ანუ გაიყიდება იჯარით გაცემული ქონება, იჯარის ხელშეკრულებებთან ერთად, როდესაც ახალ მესაკუთრეს მოუწევს იჯარის ხელშეკრულებების შენარჩუნება არსებულ მოიჯარეებთან. როგორც წესი პატარა ქალაქებში, საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებისას და საიჯარო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება ნაცნობობა და სხვადასხვა სახის ურთიერთობები, რომლიდანაც ადგილობრივი ბიუჯეტი ისეთ სარგებელს ვერ იღებს, როგორსაც უნდა ღებულობდეს. პროექტის მიხედვით, ყველა იჯარით გაცემული ქონება გადავა კერძო მესაკუთრის ხელში და ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი ქონების შემძენთა 99% ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც იგივე ქონების მოიჯარეები არიან. ამ გადაწყვეტილებით ,ადგილობრივ ბიუჯეტში რამოდენიმე ასეულობით ათასი ლარი შემოვა და სახელმწიფო თავს აღარ მოიტყუებს იჯარის მცირე ფასის მიღებით. ხოლო პოტენციური მესაკუთრეების (არსებული მოიჯარეების) ხელში გადავა ვადიანი იჯარით აღებული ქონება, რომელშიც ისინი იჯარის თანხას აღარ გადაიხდიან." - ასე განმარტავს მრჩეველი ოქრუაშვილი ახალ ინიციატივას.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.