რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
საკორინთლოელ მოხუცს ახალგორის რაიონში უმკურნალეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოდან ერთი კვირის წინ 88 წლის მოხუცი გაუჩინარდა.

მოგვიანებით შეიტყვეს, რომ მოხუცი ახალგორის საავადმყოფოში ადგილობრივი ექიმების ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა.

გაუჩინარებული მოხუცის ადგილსამყოფელი, ნათესავების მეშვეობით, საკორინთლოში მცხოვრებმა ციალა სალამაშვილმა გაიგო.

ახალგორის საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ მოხუცი სოფელში შვილებთან და შვილიშვილებთან დააბრუნეს.

,,ამჟამად, თავს კარგად გრძნობს. ფეხით სურდა თავის სოფელ ქარჩახში ასვლა, გზაში დასველებულა და ავად გამხდარა. ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე მილიციას უნახავს და საავადმყოფოში მიუყვანიათ. მისი ოჯახის წევრებს ამჟამად არ უნდათ ვინაობის გამხელა, მაგრამ მე მოგიყვებით." - ამბობს ციალა სალამაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტთან საუბარში.

ვიდრე ოჯახი და სოფელი მოხუცის ადგილსამყოფელს შეიტყობდა, მანამდე ქართულ პოლიციას შეატყობინეს.

როგორც წესი, დაკარგულ ადამიანზე ძებნა გაუჩინარებიდან სამი დღის გასვლის შემდეგ ცხადდება.

ციალა სალამაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ახალგორში მოხუცს გაუჭირდა იმის ახსნა, თუ საიდან იყო და სად მიდიოდა.

,,მადლობა ღმერთს, რომ გზაში სადმე არაფერი მოუვიდა და გადარჩა. ეს კაცი წარმოშობით ქარჩახიდანაა, თავისი სოფელი მოენატრა და იქ მიდიოდა." - ამბობს ციალა სალამაშვილი.

ახალგორის რაიონი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებული ტერიტორიაა. ოსურმა მილიციამ მოხუცი ისე დააბრუნა საკორინთლოში, რომ ის ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით არ გაუსამართლებიათ.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.