რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ფოტო-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სოფელ ხოვლეში აკადემიკოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს ეწვია.

ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, ქართველი მოღვაწის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ფოტოალბომის "სურათები ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან" პრეზენტაცია გაიმართა

პრეზიდენტმა აკადემიკოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-მასალა, მისი პირადი ნივთები და ფოტო - ალბომი „სურათები ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან" დაათვალიერა.

ფოტო - ალბომი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით თბილისის, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლისთავთან დაკავშირებით გამოსცა.

პრეზიდენტთან ერთად სახლ-მუზეუმში უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი იმყოფებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.