რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ქარტია გადაცემა “პროფილის” წინააღმდეგ განცხადებას განიხილავს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის სოფლის“ განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „პროფილის“ წამყვანის, მაია ასათიანის წინააღმდეგ.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 2016 წლის 14 აპრილს გასულ გადაცემაში, რომელიც სტალინს ეძღვნებოდა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რამდენიმე პრინციპი დაირღვა:

1 პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას ავალდებულებს, ასევე მე-3 პრინციპის ის ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია. განმცხადებლის აზრით, დარღვეულია მე-7 პრინციპიც, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს, აგრეთვე, არა არის დაცული მე-10 პრინციპი – ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

განმცხადებლის აზრით, „ჟურნალისტმა წინასწარგანზრახულობით გადაცემაში მიიყვანა, დასცინა და დისკრიმინაციულად მოექცა ფსიქიკური აშლილობის მქონე მოხუც ადამიანს (დადგენილება ყოფილი ეპისკოპოსის ილარიონ სამხარაძის სულიერი მდგომარეობის შესახებ არაერთხელ ყოფილა თავად რუსთავი 2-ის განხილვის თემა), არ გადაამოწმა საპატრიარქოსთან სტალინის საკითხის ოფიციალურობა და სულიერი აშლილობის მქონე ადამიანი გამოიყენა, როგორც მხარე და ეკლესიის ოფიციალური პოზიცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიღებულ განცხადებას ქარტიის საბჭო ღია სხდომაზე განიხილავს.

იხილეთ:

განცხადება

სადავო გადაცემა
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.