რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,გოჭების ქურდების საქმე" - მონაწილეთა კვალი ამჟამინდელ თვითმმართველობის ხელმძღვანელობისკენ მიდის
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ადმინისტრაციული საჩივრით შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას მიმართავს.

საქმე 1991-92 წლებში გორის რაიონის სოფლებში გოჭების ქურდობის ფაქტებს და მასზე ბრალდებული პირების მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს ეხება.

რედაქცია ერთი თვის განმავლობაში სამინისტროსგან კონკრეტული პასუხის მიღებას ცდილობს, თუმცა, უშედეგოდ.

აღნიშნულ პერიოდში, კონკრეტული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილ, გორის რაიონის რამდენიმე სოფლის მეურნეობიდან, გოჭების ქურდობის ფაქტები ფიქსირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი წერილობით ადასტურებს, რომ რამდენიმე შემთხვევას ადგილი მართლაც ჰქონდა.

,,სამინისტროდან თავდაპირველად მოგვწერეს იმის შესახებ, რომ დაგვეზუსტებინა კონკრეტული დეტალები, თუ რომელი სოფლის საკოლმეურნეო მეურნეობის პირუტყვის ქურდობას ვგულისხმობთ. დავუზუსტეთ კონკრეტული სოფელი, კონკრეტული ბრალდებული პირები, თუმცა, ამის შემდეგ პასუხი არ გაგვცეს. ჩვენ გვაქვს იმ პერიოდში შედგენილი, ერთ-ერთი მეურნეობის ბუღალტრის მიერ შენახული მასალები, წერილები, საჩივრები, რომლითაც დგინდება, რომ მეურნეობის ბუღალტერი მაშინდელ მილიციის განყოფილებას საქმის დროულ გამოძიებას სთხოვდა. ფაქტი მომხდარია, გამოძიება ჩატარებულია, ხოლო საინტერესო ისაა, რომ ეს ფაქტი გორის ამჟამინდელ თვითმმართველობის  ერთ-ერთ მაღალჩინოსანს უკავშირდება" - აცხადებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის საგამოძიებო ჯგუფის მიერ დადგენილია ასევე მაშინდელი რაიონის გამგებლების, მეურნეობის ხელმძღვანელი პირების ვინაობები, რომელთანაც, ასევე, დეტალების დაზუსტების მიზნით, გასაუბრება უკვე მოხდა. შს სამინისტროს დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის შესახებ მკითხველს დამატებით ეცნობება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.