რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
პიკაპიანი პოლიციელები - ოჯახური ძალადობის საქმეში
,,ჩემს ქუჩაზე, სადაც ვცხოვრობ, ყოველდღე დადის პოლიციიის მანქანა, საიდანაც ყოველდღე ხმის გამაძლიერებლით გინება მესმის“ - ამბობს გორში ჭანტურიას ქუჩაზე მცხოვრები 46 წლის რევაზ ნოძაძე.

ამის გამო, რევაზ ნოზაძემ საკუთარ სახლის წინ გუშინ პოლიციელების მისამართით გინება დაიწყო, რაც პატრულის ყურამდე მივიდა და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

დღეს გორის რაიონულ სასამართლოში, სასამართლო პროცესი გაიმართა. პატრულის მიმართ წინაღმდეგობის გაწევის მუხლით მოსამართლემ ორდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

მას შემდეგ, რაც რევაზ ნოზაძემ სასამართლო პროცესზე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების შესახებ, მოჰყვა, გორის შს სამმართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კერძოდ, პატრულის თანამშრომელმა გიორგი ქარელმა პროცესზე განაცხადა, რომ დაკავებული ოჯახის წევრებს ფიზიკურად უსწორდებოდა.

ეს პიროვნება სწორედ ამ პატრულის თანამშრომელმა გიორგი ქარელმა და მისმა მეწყვილემ, რომლის გვარსა და სახელს შს სამინისტროს პრესსამსახური არ ამხელს, დააკავეს. ისინი, სავარაუდოდ, მომდევნო პროცესზე მოწმეების სახით გამოვლენ.

დაკავებული სასამართლოს სხდომაზე აცხადებდა, რომ ოჯახის წევრებისთვის არანაირი შურაცხყოფა არ მიუყენებია.

რაც შეხება გინებას, აღნიშნავს, რომ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნასვამი იმყოფებოდა და იგინებოდა, მისი გინება კი სულ სხვა დაუდგენელ პიროვნებას ეხებოდა, კერძოდ, იმ პიროვნებებს, რომლებიც პოლიციის მანქანით დადიან მის სახლთან და იგინებიან.

„ადრე 2012 წელში დაკავებული ვიყავი, ჯერ ეგ რომ მოვყვე, დიდი ამბავია, მაგრამ რაც გამოვედი, იმის მერე გადამეკიდა პოლიცია, თუ რახდება, ვერ გავიგე. რამდენიმე თვის წინ ლოთობა დამაბრალეს, დამაკავეს და წამიყვანეს თბილიში, სადღაც ათი დღე გამაჩერეს, ვითომ უნდა მემკურნალა, მაგრამ ექიმებმა რომ გამსინჯეს და გამოკვლევები ჩამიტარეს, აღმოჩნდა, რომ არც ლოთი ვიყავი და არც არაფერი მჭირდა და გამომიშვეს. წინა მთავრობას დამდევდა, ნაციონალებზე სულ ვიგინებოდი ხოლმე, მაგას ვაღიარებ, მაგრამ ეხლა რა უნდათ ჩემგან, ვერ გავიგე? უკვე 6 თვეა ჩემი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მანქანებიდან ყოველდღე გინება ისმის, პოლიციის უფროსია თუ ვინ არის, მე ვერ გეტყვი, ბატონო მოსამართლევ, მაგრამ ყელში ამოუვა ადამიანს ეს ყოველდღიური ამბავი. შებინდდება თუ არა, რომ გავიხედები, გინება ისმის. მანქანებზე პატარა რაღაც მოწყობილობები უყენიათ, საიდანაც ხმა ისმის, ეგ მარტო პოლიციელებს აქვთ. გუშინაც ნასვამი ვიყავი და ამის გამო ვიგინებოდი სახლში, მერე პატრული მოვიდა და დამაკავეს“. - ამბობს რევაზ ნოზაძე.

მოსამართლე დავით პაპუაშვილმა დაკავებული სამართალდამრღვევად სცნო და სასჯელის ზომად 2 დღე-ღამე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს (126-ე პრიმა მუხლი, ძალადობა), ამ მუხლით ბრალდებას პოლიცია 2 დღე-ღამეში წაუყენებს.

პიკაპიანი პოლიციელები ოჯახურ ძალადობის საქმეში

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა იმ პოლიციელების გვარები და სახელები მოიძიეს, რომლებიც მოქალაქეების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით გამოირჩევიან:

სოსო მიქია, ვაჟა ქონიაშვილი, ამირან ნადიბაიძე, რევაზ შუბითიძე, გიორგი ტატულაშვილი, ანდრო გურწიშვილი, ზურაბ ღვინიაშვილი... რამდენიმე პიროვნების დადგენა კვლავ მიმდინარეობს.

გა
ნსაკუთრებულ ყურადღებას ის პოლიციელები იქცევენ, რომლებიც პიკაპით მოძრაობენ.

ერთი კვირის წინ პიკაპით მოძრავი პოლიციელები მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახნენ, სადაც სამხედრო ექიმები ისხდნენ. ექიმები გადარჩნენ.

ის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომამდგენლები კი, რომლებიც ოჯახური ძალადობის საქმეებს სწავლობენ, ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში ოჯახური ძალადობის მაპროვოცირებლები, სწორედ, პიკაპიანი პოლიციელები არიან.

მაგალითად, საიას გორის ორგანიზაციის წარმომადგენელი ერთ-ერთ შეხვედრაზე ამბობდა, რომ იმის მაგივრად, რომ პოლიციელებმა ოჯახური ძალადობის ფაქტების პრევენცია მოახდინონ, პირიქით, ხელს უწყობენ. კერძოდ, ერთ-ერთი შემთხვევის დროს პოლიციელმა დაკავებული ქმრის მეუღლეს წერილების მიწერა დაუწყო. წერილის მიხედვით, პოლიციელი დაკავებულის მეუღლეს სთხოვდა, რომ პირად დაცვად აეყვანა, რითაც მოძალადე ქმრისგან უფრო დაცული იქნებოდა.

ორგანიზაცია ,,ქალი და განვითარების" წარმომადგენლის თქმით, მათ ორგანიზაციას პოლიციელების შესახებ უფრო მეტი ცუდი ამბები აქვთ:

ჩვენ მაგაზე უარესი შემთხვევა გვქონდა... სამწუხაროდ პოლიციის თანამშრომლები, როცა მსხვერპლი მათ მიმართავს, პირველივე წუთებიდან იწყებენ ამ ახალგაზრდა ქალებზე "ნადირობას".
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.