რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ქართული და ოსური მხარეები სარწყავ სისტემას ერთობლივად მოაწესრიგებენ
ინციდენტების პრევენციის ფორმატში ერგნეთში ხუთსაათიანი მოლაპარაკება დასრულდა, თუმცა ქართული მხარის მიერ დაყენებული ძირითადი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია საოკუპაციო ხაზთან დაკავებულების გათავისუფლების პარალელურად, ახალგორის რაიონში ორი წლის წინ საეჭვო ვითარეებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხი განიხილეს. ასევე, ქართულმა მხარემ მოლაპარაკებაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად დააყენა აღდგომის დღეებში საფლავებზე გასვლის უფლების მიცემა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ახლობლების საფლავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

თუმცა, ცხინვალის ჯგუფის ხელმძღვანელის, დავით სანაკოევის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ცხინვალი არანაირ ცვლილებას არ გეგმავს და შესაბამისად, მხოლოდ დღემდე მოქმედი რეგულაცია იქნება ძალაში, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღდგომის დღესასწაულზე ახალგორისა და ქარძმანის საგუშაგოების გავლით მხოლოდ ის მოქალაქეები შეძლებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას, ვინც შესაბამისი ე.წ. საშვების გამოყენებით დღემდე გადაადგილდება აღნიშნულ რაიონებში.

რაც შეეხება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს, სანაკოევის თქმით, მათი გათავისუფლების საკითხი შესაბამისი პროცედურების საფუძველზე სასამართლოს დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ერთადერთი საკითხი, რაზეც ინციდენტების პრევენციის ფორმატში მხარეები თანამშრომლობას ახერხებენ, საირიგაციო სისტემების ამოქმედებაა. სარწყავი სისტემებით, როგორც ქართული, ასევე ოსური სოფლების მოსახლეობა სარგებლობს. სარწყავი სისტემების ინფრასტრუქტურის ერთობლივ მოწესრიგებაზე ერგნეთის შეხვედრაზე შეთანხმება დაახლოებით ორი თვის წინ შედგა.

ინციდენტების პრევენციის ფორმატში ერგნეთის მორიგი 66-ე შეხვედრა 16 მაისს გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.