რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
დსთ-სთან საგარეო ვაჭრობა შემცირდა, ხოლო ევროკავშირთან გაიზარდა
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-მარტში 574 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა რაც 15%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


ამის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბა“ ავრცელებს, რომლის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი საქართველოს საგარეო ვაჭრობის იანვარ-მარტის მონაცემებს აფასებს. 

ბაირახტარის ცნობით, 2016 წლის პირველ კვარტალში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ მთლიანად 2,145 მლრდ დოლარი შეადგინა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი შემცირებულია 12%-ით, ხოლო იმპორტი 5%-ით.

,,საქმე იმაშია, რომ სწორედ დსთ, ანუ ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, გასულ წელს იყო სერიოზული სავალუტო და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 2016 წელსაც გრძელდება. უფრო კონკრეტულად კი, ნავთობზე დაბალი ფასები კვლავ ნარჩუნდება, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის რუსეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკებს.  პრაქტიკულად საომარ მდგომარეობაში აგრძელებს ცხოვრებას უკრაინა, რაც მის ეკონომიკას ყოველდღიურად ასუსტებს. სწორედ ეს არის ის მთავარი ფაქტორები რამაც რეგიონის ქვეყნებთან გააუარესა საგარეო ვაჭრობის მონაცემები." - აცხადებს პაატა ბაირახტარი.

დსთ–გან მკვეთრად განსხვავებული სურათი გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის კუთხით. კონკრეტულად კი 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 712 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია.

ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ევროკავშირს ნაკლებად შეეხეო ის ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ჩვენი რეგიონის ქვეყნებს უდგათ წინ.

რაც შეეხება იმპორტს, იმპორტის მოცულობის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ავტომობილების იმპორტის შემცირებამ. რომელიც თავის მხრივ რეექსპორტზე გადიოდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახა საერთო იმპორტის მოცულობაზე.“ ანალიტიკოსმა ასევე სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ბაზრების დივერსიფიცირება.

„თუ გადავხედავთ ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ბოლო წლების მონაცემებს, დავინახავთ, რომ ამ კუთხით ათეულში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გვაქვს. შესაბამისად იმპორტ-ექსპორტის წახალისებისა და საგარეო ვაჭრობის მოცულობის გაზრდის კუთხით დადებითად იმუშავებს ახალი ბაზრების ათვისება და ბაზრების დივერსიფიცირება.

ამ მიმართულებით დადებითად უნდა იმუშაოს ჩინეთსა და საქართველოს შორსი გაფორმებულმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ.

ასევე აღსანიშნავია, საქართველოს ეკონომიკის სეზონურობაც. იმდენად რამდენადაც ჩვენი ექსპორტი მეტ-ნაკლებად, არის სეზონური და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უფრო აქტიურდება. მაგალითისთვის 2015 წლის იანვარში ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 156 460.8 დოლარი ხოლო ამავე წლის ივნისის თვეში 198 597.3 დოლარი. შესაბამისად ზაფხულის პერიოდში საგარეო ვაჭრობის ბრუნვის ზრდას უნდა ველოდოთ.“

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.