რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ღოღეთელები ნაკვეთებს ბანერის სიახლოვეს ამუშავებენ
ღოღეთელი კაკო შათირიშვილი საკუთარ ნაკვეთს გამყოფი ხაზის სიახლოვეს ამუშავებს.

ნიორი და ხახვი საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელ ბანერის წინ მოჰყავს.

მისი ნაკვეთი ბანერს 100 მეტრამდე აშორებს. ბანერის იქით კი სოფელი ქვათეთრია, რომელსაც, ამჟამად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობა აკონტროლებს.

კაკო შათირიშვილი: "აქედან 500 მეტრია, დაახლოებით ნახევარი კილომეტრი სოფელ ქვათეთრამდე, რასაც ვხედავთ, ეს არის მაგ სოფელის პირველი უბანი. გადაყოლებაზე კი, სოფელი ძვილეთია. მასაც ოსური მხარე აკონტროლებს. ადრე ეგ სოფლები სულ ჩვენი იყო ეგ. "მანამდე სანამ ომი იქნებოდა უერთმანეთოდ პურს არ ვჭამდით ხოლმე, ღორის დაკვლა იყო, ქორწილი თუ ჭირი, როგორც ძმები ისე ვიყავით, რა დაემართათ მერე არვიცი".

იმ დროს, როდესაც კაკო შათირიშვილი ნაკვეთში მუშაობდა, სოფლის განაპირას ნახირს ადგილობრივი ახალგაზრდა მკვიდრი აძოვებდა.

,,დღეს სხვას გამოვეგზავნე ნახირში. მომდევნო ხუთშაბათს მე მიწევს რიგი. ამჟამად, ჩვენს საძოვრებზე ვაძობევ. ომის შემდეგ, ჩვენ მხარეს დარჩა ბევრი საძოვარი. როცა ქერი და ხორბალია დათესილი, მაშინ, ვცდილობთ, მოვარიდოთ საქონელი ყანას და გვიჭირს ძოვება ხოლმე" - ამბობს ახალგაზრდა.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთს 2008 წლის აგვისტოს ომის კვალი ეტყობა. სოფელში რამდენიმე სახლი დამწვარია, მათ შორის, ნელი გელაშვილის სახლი.

ნელი გელაშვილი: ,,ერთმანეთში ხშირი მიმოსვლა გვქონდა, ისინი აქ იყვნენ მეტწილად, ჩვენი ხალხიც იქ მუშაობდა ხოლმე, ამუშავებდნენ ნაკვეთებს და ძალიან ახლოს ვიყავით. იმათ სოფლის გვერდით გვაქვს ნაკვეთები. 2008 წლის ომის დროს 8 აგვისტოს საღამოს მე გავიქეცი და მეუღლე დარჩა აქ. 9 აგვისტოს დაწვეს ეს სახლი. ჯერ სოფლის ცენტრში დაწვეს სახლი, კარგი ბინა დაწვეს და წავიდნენ. მეორე დღეს მოვიდნენ, მოყვნენ აქეთ და ეს ბინა დაწვეს, იქით კიდევ ორი ბინა დაწვეს. ჩვენგან ლამფა წაუღიათ სალიარკით სავსე, მიასხეს მეზობლის სახლს და მიუკიდეს ცეცხლი. ორი ბიჭი იყოო, მეუღლემ თქვა. ორმა ადამიანმა ჩაიდინა ეს ამბავი".

მიუხედავად ომის სისასტიკისა, ადგილობრივებს ის ნათესავები და ახლობლები ენატრებათ, რომლებიც მეზობელ ოსურ სოფლებში დარჩათ და წლებია ვერ ნახულობენ.

ლიანა გელაშვილი: "ისეთი კარგი ურთიერთობა გვქონდა, ქორწილი იყო, ჭირი იყო თუ ლხინი იყო, ყველგან მივდიოდით -მოვდიოდით, ზოგჯერ საქეიფოდაც დაგვიძახებდნენ ხოლმე და ავდიოდით, გვპატიჟებდნენ და ისინიც აქეთ ჩამიდიოდნენ, დღესაც მენატრება გეფიცები ის ხალხი".


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.