რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
IPM-ის კვლევის მიხედვით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ ნდობა იზრდება
გამოკითხულთა 74 პროცენტი ენდობა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ფიქრობს, რომ ბიურო მასზე დაკისრებულ მოვალეობას კანონისმიერად ასრულებს.

ამის შესახებ ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს.

ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ეს მონაცემები უწყების მიმართ მოქალაქეების განწყობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებია.

 

,,აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ მოქალაქეების ნდობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება, რაც უკუკავშირია იმ პოლიტიკისა, რასაც ბიურო 2013 წლის შემდეგ ახორციელებს. კერძოდ, ბიურომ მიზნად დაისახა, რომ იძულებითი ღონისძიებების დადგომამდე, მიმართოს საკუთარი რესურსი დავების მორიგებით დასრულებისკენ. სწორედ ამ მიზნით უწყებაში შეიქმნა მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური, რომელიც ცდილობს მხარეთა შეხვედრების, მოლაპარაკებების ორგანიზებას, რათა ვალდებულების ნებაყოფლობით აღსრულება მოხდეს ისე, რომ ამავდროულად დაცული იყოს ორივე მხარის სამართლებრივი უფლებები." - აღნიშნულია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და უწყების მიმართ მოქალაქეების განწყობის შესახებ მასშტაბური კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კომპანია IPM-მა ჩაატარა.

კვლევის შედეგად მოხდა მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსის განსაზღვრა. ასევე, სამიზნე ჯგუფებში გამოიკითხა ბიუროს სერვისების ხელმისაწვდომობის, პროცედურების გამჭვირვალობის, მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულების, უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, პროფესიული უნარების განვითარების მაჩვენებლის შესახებ.

კვლევაში მონაწილეობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი საქართველოს მასშტაბით  160-მა კრედიტორმა, 221-მა მოვალემ, 122-მა აღმასრულებელმა და 1050-მა ზოგადად მოქალაქემ მიიღო.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.