რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ჩრდილოეთ ოსეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე სტალინის ბიუსტი დადგეს
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის კომუნისტებმა ყაბარდო-ბალყარეთის სოფელ
ოზრეკში სტალინის ბიუსტი ჩაიტანეს და ადგილობრივებთან ერთად
დადგეს.
სააგენტო ,,კავკაზსკი უზელის" ცნობით, საბჭოთა ბელადის ბიუსტის გახსნას 400-მდე ადამიანი დაესწრო და მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს დაამთხვიეს.
სტუმრები რუსეთის ფედერაციის ორივე რესპუბლიკის დედაქალაქიდან ჩავიდნენ.
მონუმენტის დადგმის ინიციატორი ადგილობრივი კომუნისტური პარტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზელიმხან შეხინაევი იყო.
ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სალიხ ეფენდიევი კი, ,,კავკაზსკი უზელისთან" საუბარში აცხადებს, რომ სტალინი - მათი ისტორიის უდიდესი პიროვნებაა.
სტალინის ბიუსტის დადგმა პოზიტიურად ბალყარეთის სახალხო საბჭოს წევრმა ისმაილ ხაჯიევმაც შეაფასა.
ხაჯიევის თქმით, ბალყარეთის ხალხის მიმართ განხორციელებული რეპრესიები არა თუ სტალინის, არამედ ბერიასა და კუმეხოვის დამსახურება იყო. ზუბერ კუმეხოვი ბალყარეთის კომპარტიის პირველი მდივანი 1939-44 წწ-ში იყო.
ბიუსტის დადგმა ,,პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ასოციაციის" თავმჯდომარემ მარკს შაჰმურზოვმა გააპროტესტა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი პოლიტიკურ რეპრესირებულთა გრძნობების შეურაცხყოფაა.
ოფიციალური წყაროებით ცნობილია, რომ 1944 წლის 8 მარტს ბალყარეთიდან 14 ეშელონით შუა აზიაში 37 713 ადამიანი გადაასახლეს. აქედან, 52% ბავშვი, 30% ქალი და 18% მამაკაცი იყო.
13 წლიანი გადასახლების შემდეგ, 1957 წლის 28 მარტს გადასახლებულების უკან დაბრუნება დაიწყო. მარკ შარჰმურზოვა, სწორედ, ამ რეპრესირებულთა ხსოვნის შეურაცხყოფად აფასებს ბიუსტის დადგმას.

ამავე კატეგორიაში

განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.

რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია

კასპის ელექტროაპარატის ქარხნის შენობაში

განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები