რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, იქ, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები არ არის, სახელმწიფო კიდევ უფრო ახლოსმიდის მოქალაქეებთან და ზრუნავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე;საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გაჩნდა ექსპრეს საზოგადოებრივიცენტრების პროექტი.
სააგენტოსთან ერთად პროექტში ჩართულია „ლიბერთი ბანკი“.
პროექტის ფარგლებში, 70 ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის ფილიალი ყოველთვიურად 1100-ზე მეტ სოფელს ემსახურება.
მთელი საქართველოს მასშტაბით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ადგილიდან გაუსვლელად შეუძლია ისარგებლოს, როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივისა და შპს„მექანიზატორის" მომსახურებებით.
პროექტს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ „ლიბერთი ბანკთან“ თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტი, 2015 წლის 27 ივნისიდან ამოქმედდა და თავისი არსებობის თითქმის ერთი წლის მონძილზე 1000-ზემეტ სოფლის მოსახლეს გაუწია მომსახურება.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, „ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები“- მობილური ფილიალების მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლიამიიღოს შემდეგი მომსახურებები: პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება, მიწის რეგისტრაცია, უძრავიქონების გადაფორმება, საკუთრებასთან დაკავშირებული განაცხადის მიღება, სულადობის ცნობა, საკადასტრო გეგმის მომსახურება, საარქივო მომსახურება და სხვა.
ასევე შესაძლებელია სხვადასხვა სახის საბანკო მომსახურება: პენსიისა და სოციალური დახმარების აღება, ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა, ანგარიშის გახსნა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა და სხვა.
ჯამში, ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, ადგილობრივი მოსახლეობას სოფლიდანგაუსვლელად შეუძლია 200-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი მიიღოს.
სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ყველა იმ სოფელში, სადაც „ლიბერთი ბანკი“ მომხმარებლებს „ლიბერთი ექსპრესის“ მობილური ფილიალებით ემსახურება.
ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები შიდა ქართლის მასშტაბით მასშტაბით 150-ზედ მეტ სოფელში: კასპის, გორისა და ქარელის რაიონის სოფლების მოსახლეობას ემსახურება.
ექპრესცენტრების მომსახურებით მოსახლეობის ნაწილი კმაყოფილია და აღნიშნავენ, რომ მათ ქალაქში ჩასვლა და ზედმეტი ხარჯის გაღება აღარ სჭირდებათ.
პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომი სერვისებიდან ყველაზე მოთხოვნადი: პირადობის ელექტრონული მოწმობის აღება და საინფორმაციო ბარათია.
სახელმწიფოსერვისების განვითარების სააგენტოში განმარტავენ, ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრებით ყველაზე მეტმამოქალაქემ ახალციხის, გორის, დმანისის, საჩხერისა და ქობულეთის ცენტრებით ისარგებლა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტისთვის ,,სახელმწიფოსერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის“, რაც ექსპრესსაზოგადოებრივი ცენტრების გახსნას ეხებოდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მერვე რეგიონალურ კონფერენციაზე სპეციალური ჯილდო გადაეცა ნომინაციაში „ფართოდ გამოყენებულიელექტრონული სერვისი“.
საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფცია იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ შემუშავდა. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები - 200-ზე მეტი სერვისი სოფლიდან გაუსვლელად

ამავე კატეგორიაში

განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.

რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია

კასპის ელექტროაპარატის ქარხნის შენობაში

განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები