რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ელექტრონული მმართველობის სისტემის დანერგვა ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტისთვის
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმატებით მუშაობს პროექტზე - „ელექტრონული მმართველობის დანერგვა
ადგილობრივ თვითმმართველობებში“.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შერჩეულია ათი საპილოტე მუნიციპალიტეტი (მცხეთა, ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი, ყვარელი, ქალაქი გორი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ბათუმი), სადაც საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობს.
ამ პროექტის შესახებ, ცენტრების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე ბიზნეს-ანალიტიკოსი ვატო დოლიძე საუბრობს.
_ ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის დანერგვამდე, როგორ აწვდიდა მუნიციპალიტეტი თავის მომსახურებას მოსახლეობას. ელექტრონულ ფორმატზე გადასვლამ მხოლოდ მიწოდების ფორმა შეცვალა თუ სხვა დამატებითი შესაძლებლობებიც გააჩინა?
- ელექტრონული მმართველობის დანერგვამდე მუნიციპალიტეტი სერვისებს გასცემდა ქაღალდზე დაფუძნებული საქმისწარმოების მეშვეობით. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც განაცხადების მიღება, ასევე საქმისმასალების შესწავლასთან და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული პროცესები მიმდინარეობდა ქაღალდზე. ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლის შემდეგ მთლიანი პროცესი მიმდინარეობს ელექტორნულად, სპეციალურ პროგრამაში.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა აქვთ რეალურ დროში, მყისიერად მოიძიონ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია სხვა სახელმწიფო უწყების ელექტრონული ბაზებიდან. მაგალითად, საქმისწარმოების სხვადასხვა ეტაპზე, ელექტრონული სისტემის საშუალებით შესაძლებელია, პირადი ნომრით გამოითხოვონ სამოქალაქო რეესტრიდან განმცხადებლის პერსონალური მონაცემები, ასევე ქონების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია და ასე შემდეგ.
ელექტრონულ სისტემისთვის წინასწარ არის განსაზღვრული/შემუშავებული სხვადასხვა წესი თუ პირობა _შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სისტემა ოპერატორს თვითონ კარნახობს ამა თუ იმ პირობებში რა გადაწყვეტილების მიღება იქნება მართებული და რომელი არასწორი. აქედან გამომდინარე, ოპერატორის მიერ შეცდომების დაშვების ალბათობა დაყვანილია მინიმუმამდე.
- ელექტრონული მმართველობის დანერგვა რა კონკრეტულ სიკეთეს მოუტანს იმ დასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებს, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები იხსნება?
- ელექტრონული მმართველობის დანერგვის შემდეგ, მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა აქვს მუნიციპალური სერვისები გასცეს არა მარტო გამგეობის/მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, არამედ სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში (სოფლებში, დაბებში). ასევე შესაძლებელია სერვისების გასაცემად გამოყენებული იქნას საზოგადოებრივი ცენტრები, რომელშიც განთავსებულია ასევე გამგებლის წარმომადგენლის აპარატი.
ელექტრონული მმართველობის დანერგვის შედეგად, სერვისები ხელმისაწვდომი გახდება ელექტრონულ პორტალზე, როგორიცაა my.gov.ge და centri.gov.ge, სადაც რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს შეეძლებათ სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის გამოყენებით შეავსონ განაცხადი ან გამოითხოვონ მათთვის სასურველი ინფორმაცია.
- უწყობს თუ არა ხელს საზოგადოებრივი ცენტრი ელექტრონული მმართველობის დანერგვას?
- საზოგადოებრივი ცენტრები არის ინფრასტრუქტურა, სადაც ერთ ადგილას თავმოყრილია ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინტერესო სახელმწიფო თუ კერძო სერვისები. აქვე მომავალში შესაძლებელი იქნება ადგილობრივი (მუნიციპალური) სერვისების მიღებაც. შესაბამისად, საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით ადგილობრივი ხელისუფლება უფრო ახლოს მიდის თითოეულ მოქალაქესთან, ხოლო პიროვნებას სერვისის მისაღებად აღარ უწევს დიდი მანძილის გავლა საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოსაგროვებლად.
სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები ნინო კვიტაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ცენტრის დახმარებით, საქმიანობას უფრო ეფექტურად ახორციელებს.
მას სოფლის ცენტრში მცირე სავაჭრო ობიექტი აქვს. მისი საქმიანობიდან გამომდინარე დოკუმენტების ელექტრონულად წარმოება ჭირდება.
,,რაც ეს ცენტრი შეიქმნა, უამრავ საქმეს აქვე ვაკეთებ. ძალიან მეხმარება მე პირადად ეს ცენტი თავისი თანამშრომლებით. ჩემთვის რა თქმა უნდა, ხელსაყრელია მისი არსებობა» - ამბობს ნინო კვიტაშვილი.
ნუკრი მერებაშვილის ნაკვეთები სწორედ ამ საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა. მისი თქმით, სოფლის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
,,ხალხი ნაკვეთებში შრომობს, სად სცალიათ იმისათვის, რომ ნახაზებზე და საბუთების შესადგენად გორში იარონ. მანძილის სიშორეა სწორედ რომ ბევრ ადამიანს მიწა დაურეგისტრირებელი ჰქონდა. ახლა კი ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინაა" - ამბობს ნუკრი მერებაშვილი.
ამჟამად საქართველოს მასშტაბით 33 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. 2016 წლის ბოლომდე ეს ციფრი 40-მდე გაიზრდება.
ამ ეტაპზე ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში, წალკის მუნიციპალიტეტში-წალკაში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა უსახელოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში. საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფცია შემუშავდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
საზოგადოებრივი ცენტრის ოფიციალური ვებგვერდია: www.centri.gov.ge

ამავე კატეგორიაში

განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.

რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია

კასპის ელექტროაპარატის ქარხნის შენობაში

განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები