რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,თამარ მეფის ორდენი" - რა ნივთებს გამოიტანენ გამოფენაზე
20 მაისს, , საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრიის ფოიეში გამოფენა გაიმართება.

გამოფენას ორგანიზებას შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია უწევს.

უნიკალურ ნივთებს შორის მნახველებს ,,თამარ მეფის ორდენსაც" წარუდგენენ.

ორდენი 1915 წელს თურქეთის ტერიტორიაზე შექმნილი ,,ქართული ლეგიონის" წასახალისებლად შეიქმნა.

გამოფენას პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა აწყობს.

თეატრის ფოიეში ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური სხვა მასალებიც განთავსდება, კერძოდ:

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918-1921 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო (მედალი) თამარ მეფის ორდენი, 1918 წელს ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი მასალები, 1921 წლის 26 თებერვალს გამოცემული საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები და ის ნივთები, რომლებიც საზოგადოებას ჯერ არ უნახავს.

თამარ მეფის ორდენი - ქართული ლეგიონის სამახსოვრო ნიშანია.

ის 1918 წლის 9 ივნისს პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტისგან“ ნიკო ნიკოლაძეს გადაეცა.

ეს გაერთიანება ქართველი ემიგრანტებისა და სტუდენტების მიერ გერმანიში 1914 წელს შეიქმნა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ისახავდა მიზნად.

,,საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი" გერმანიის პოლიტიკურ და სამხედრო წრეებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.

კომიტეტის თაოსნობით და გერმანიის არმიის პატრონაჟით, 1915 წელს თურქეთის ტერიტორიაზე შექმნილი „ქართული ლეგიონი“ მაჰმადიანი ქართველებითა და სამხედრო ტყვეებით დაკომპლექტებული ეთნიკური სამხედრო შენაერთი იყო.

სწორედ ამ ლეგიონის წევრების წასახალისებლად შეიქმნა თამარ მეფის ორდენი.

იგი შეიძლებოდა გადაეცათ არალეგიონერისთვისაც, რომელმაც გერმანია-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების საქმეში წვლილი შეიტანა.

სიგელში, რომელიც ნიკო ნიკოლაძეს ორდენთან ერთად გადაეცა, ნათქვამია: „...მოსაგონებლად იმ ძვირფასი სამსახურისა, რომელიც თქვენ მიგიძღვით ჩვენს საქმეში ...“.

ამ სიგელთან ერთად, გამოფენაზე შეიძლება იხილოთ ფოტო, რომელიც 1918 წლის 5 ივნისაა გადაღებული ბერლინში, სასტუმრო „ადლონში“ და მასზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის წევრები, ნიკო ნიკოლაძე, აკაკი ჩხენკელი და ზურაბ ავალიშვილი „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ ლიდერებთან, გიორგი მაჩაბელთან და მიხაკო წერეთელთან ერთად არიან გადაღებულნი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:

1. აკაკი ჩხენკელის მიერ გენერალ გიორგი კვინიტაძისათვის გაგზავნილი დეპეშის დეშიფრანტი. 1918 წ. 23 მაისი. [თხოვს გადასცეს ეროვნულ საბჭოს რომ, დაუყოვნებლივ გამოაცხადონ საქართველოს დამოუკიდებლობა]
2. აკაკი ჩენკელის წერილი საქართველოს ეროვნული საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმისადმი. [წერს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აუცილებლობაზე]
3. საქართველოს ეროვნული საბჭოსა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის ოქმი. - 1918 წ., 25 მაისი, საღამოს 7 საათი.
4. საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები. 1918 წ., 26 მაისი
5. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ნიმუში
6. მემუარი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა სახელმწიფოებსა და ერებს - 1919 წ.
7. პირველი დიპლომატიური ვიზიტი - ბერლინი. 1918 წ., ივნისი.
8. დიდება საქართველოს (სააგიტაციო ფურცელი 1920 წლის 26 მაისის აღსანიშნავად)
9. Documents présentés par le Gouvernement de la République de Géorgie à la première Assemblée de la Société des Nations , relatifs à l'admission de la Géorgie dans ladite Société –საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ ერთა ლიგის პირველ ასამბლეაზე [1919 წ.] წარდგენილი დოკუმენტები (ლიგაში საქართველოს მიღების თაობაზე) - ლონდონი. 1920 წ.
10. Djakeli, N. Rapport du représentant de l'Association Géorgienne de la Société des Nations au IV Congrès International des Associations de la Société des Nations (Milan, 12-16 octobre, 1920) - ერთა ლიგის საქართველოს ასოციაციის წარმომადგენლის, ნ. ჯაყელის მოხსენება ერთა ლიგის ასოციაციათა IV საერთაშორისო კონგრესზე (მილანი, 12-16 ოქტომბერი) - რომი, 1920 წ.
11. ბენია ჩხიკვიშვილის მოწოდება თბილისის მოქალექეებისადმი - თბილისი. 1921 წ., 19 თებერვალი
12. Mémoire sur l'invasion de la Géorgie par les armées de la Russie des Soviets _ მოხსენება საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოჭრის შესახებ – პარიზი, 1921 წ., აპრილი
13. Rapport présenté au Ve congres international des associations de la Société des Nations (Genève, Juin, 1921) - ერთა ლიგის საქართველოს ასოციაციის მოხსენება ერთა ლიგის ასოციაციათა V საერთაშორისო კონგრესზე (ჟენევა, 1921 წ. ივნისი) - პარიზი, 1921 წ.
14. Rapport presente a la XIXe conference de l'Inion Interparlementaire (Stockholm, aout 1921) – საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მოხსენება საპარლამენტთაშორისო კავშირის XIX კონფერენციაზე (სტოკჰოლმი, 1921 წ., აგვისტო) – პარიზი, 1921 წ.
15. Le Peuple Géorgien contre l'occupation bolcheviste Russe : Documents – ქართველი ხალხი რუსი ბოლშევიკების ოკუპაციის წინააღმდეგ : დოკუმენტები – პარიზი, 1922 წ.
16. სამხედრო სკოლა 1920-21 წწ.: ოფიცერთა და იუნკერთა შემადგენლობის სიები
17. თამარ მეფის ორდენი და სიგელი.
18. Revues international des questions politiques … - პარიზი, 1921 წ. (N 12 ეძღვნება საქართველოს რესპუბლიკას და მის მთავრობას)
19. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დელეგაციის წევრები გერმანიაში ქართველ ტყვეებთან ერთად. 1918 წ. ივნისი.


 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.